სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვიტალი ღვინჯილია 1975-15/03/93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი ვიტალი ღვინჯილია 1975-15/03/93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

1975-1993 წწ. გარდ. 18 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ღვინჯილია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

ვიტალი ღვინჯილია 1975-15/03/93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

 მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა "სკორპიონი" წიგნიდან "საქართველოსთვის"

ვალტერ  ღვინჯილია  დაიბადა  1973  წლის  15  იანვარს  ქალაქ  სოხუმში,


ვიტალი  ღვინჯილია  კი - 1975  წლის  6  ნოემბერს.

   ძმებმა, ვალტერ  და  ვიტალი  ღვინჯილიებმა  დაამთავრეს  მე-13  საშუალო  სკოლა.


    ვალტერ  და  ვიტალი  ღვინჯილიები  ირიცხებოდნენ  23-ე  მოტომსროლელი  ბრიგადის   სამთო-მსროლელთა  რიგებში.

   ვიტალი ღვინჯილია  დაიღუპა  1993  წლის 15  მარტს  ქალაქ  სოხუმის  ღამის  დაბომბვის  დროს.

   ვალტერ  ღვინჯილია  დაიღუპა  1993  წლის  22 მაისს  მდინარე  გუმისთის  პოზიციებზე.

   ძმები  ღვინჯილიები  გმირულად  დაეცნენ  ბრძოლის  ველზე.


ძმა ვალტერ ღვინჯილია 1973-23/05/93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი


                                                                        ***

შენ  არაერთხელ  გაიპარე  სიკვდილში,ომში,

პატარა  ბიჭი  გაიპარე, ახლა  ხარ   დიდი,

შენ  გაეპარე  დედ-მამას  და  მომავალ  ცოლ-შვილს,

შენ  გაეპარე  სიბერეს  და  სიბერით სიკვდილს.

შენ  გაეპარე  მყუდრო  ლოგინს  და  მყუდრო  ოთახს,

და  იმ  წუთიდან  აღარ  იყავ  დედის  შემბრალე,

შენ  სინდისს  თურმე  საცრისტოლა  თვალები  ჰქონდა,

და   სიკვდილს  ალბათ  ამიტომაც  ვერ   დაემალე.

შენ  ბავშვმა  ნახე  სისხლიანი  ცხრა  ანგელოზი,

ნახე  სოხუმი  დაცემული,ნახე  ჭუბერი,

და  შვილებისგან  ყელგამოჭრილ   საქართველოზე ,

ნახე  ვეშაპად  გაწოლილი  დარდის  ღრუბელი.

არც  აფხაზია  შენი  მკვლელი,არც   ჩეჩენია,

სიკვდილს  შენ  თვითონ  დაეძებდი  ჯიქურ  სარქენად,

ეჰ, შენი  მკვლელი  პირველ  რიგში  მამაშენია,

პაატას  კვალზე  ბავშვობიდან  რომ  შეგაყენა.

გადატეხილი,მშვენიერი  ხარ  კვიპაროსი,

ჟამი  კი  მიდის  რია-რიით ,ლიტანიითაც,

შენი  ტოლები  გრიალებენ  სადღაც  კვიპროსზე,

ზოგიც  სამძიმარს  აგზავნიან  იტალიიდან.

ხვალ-ზეგ  აფხაზეთს  გადავლილი  რისხვის  გრიგალი,

დაიხსნის  მიწას,ლტოლვილების  ცრემლებით  ნამულს,

ადექი  ბიჭო, ადექი  და  კვლავ  გაიპარე,

შენი  სიკვდილი  კვლავ  ჭირდება  შენს  ტანჯულ  მამულს!!!

                                                                                    შოთა  ნიშნიანიძე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.06.2021
ბოლო რედაქტირება 08.01.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0