სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვალტერ ღვინჯილია 1973-23/05/93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი ვალტერ ღვინჯილია 1973-23/05/93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

1973-1993 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ღვინჯილია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

23       ბეჭდვა

ვალტერ ღვინჯილია 1973-23/05/93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი სკორპიონი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

 მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა "სკორპიონი" წიგნიდან "საქართველოსთვის"

ვალტერ  ღვინჯილია  დაიბადა  1973  წლის  15  იანვარს  ქალაქ  სოხუმში,


ვიტალი  ღვინჯილია  კი - 1975  წლის  6  ნოემბერს.

   ძმებმა, ვალტერ  და  ვიტალი  ღვინჯილიებმა  დაამთავრეს  მე-13  საშუალო  სკოლა.

    ვალტერ  და  ვიტალი  ღვინჯილიები  ირიცხებოდნენ  23-ე  მოტომსროლელი  ბრიგადის   სამთო-მსროლელთა  რიგებში.

   ვიტალი ღვინჯილია  დაიღუპა 1993  წლის 15  მარტს  ქალაქ  სოხუმის  ღამის  დაბომბვის  დროს.

   ვალტერ  ღვინჯილია დაიჭრა 13 მაისს მაცი ქირიასთან ერთად მდინარე  გუმისთის  პოზიციებზე.  1993  წლის  23 მაისს  გარდაიცვალა

   ძმები  ღვინჯილიები  გმირულად  დაეცნენ  ბრძოლის  ველზე.


მარცხნივ ვალტერ ღვინჯილია, შუაში მამუკა ქარქუსაშვილი, დაიჭრა 23/07/1993 წელს 

ძმა ვიტალი ღვინჯილია 1975-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

გიორგი გერგედავა დაჭრილი მამუკა ქარქუსაშვილი გამოიყვანა ბრძოლის ველიდან


თანამებრძოლი მაცი ქირია 1974-93წწ გარდ. გუმისთა ოჩამჩირე აფხაზეთი დ. სოფ. იაშტუხვა სოხუმი

ითანამშრომლა მალხაზ ზაზაძე ვლადიმერის ძე დაბადებულია სოფელი  ოთარაშენი გორი 18 მაისი 1974 წელს, ვეტერანი, თანამებრძოლი

                                                                        ***

შენ  არაერთხელ  გაიპარე  სიკვდილში,ომში,

პატარა  ბიჭი  გაიპარე, ახლა  ხარ   დიდი,

შენ  გაეპარე  დედ-მამას  და  მომავალ  ცოლ-შვილს,

შენ  გაეპარე  სიბერეს  და  სიბერით სიკვდილს.

შენ  გაეპარე  მყუდრო  ლოგინს  და  მყუდრო  ოთახს,

და  იმ  წუთიდან  აღარ  იყავ  დედის  შემბრალე,

შენ  სინდისს  თურმე  საცრისტოლა  თვალები  ჰქონდა,

და   სიკვდილს  ალბათ  ამიტომაც  ვერ   დაემალე.

შენ  ბავშვმა  ნახე  სისხლიანი  ცხრა  ანგელოზი,

ნახე  სოხუმი  დაცემული,ნახე  ჭუბერი,

და  შვილებისგან  ყელგამოჭრილ   საქართველოზე ,

ნახე  ვეშაპად  გაწოლილი  დარდის  ღრუბელი.

არც  აფხაზია  შენი  მკვლელი,არც   ჩეჩენია,

სიკვდილს  შენ  თვითონ  დაეძებდი  ჯიქურ  სარქენად,

ეჰ, შენი  მკვლელი  პირველ  რიგში  მამაშენია,

პაატას  კვალზე  ბავშვობიდან  რომ  შეგაყენა.

გადატეხილი,მშვენიერი  ხარ  კვიპაროსი,

ჟამი  კი  მიდის  რია-რიით ,ლიტანიითაც,

შენი  ტოლები  გრიალებენ  სადღაც  კვიპროსზე,

ზოგიც  სამძიმარს  აგზავნიან  იტალიიდან.

ხვალ-ზეგ  აფხაზეთს  გადავლილი  რისხვის  გრიგალი,

დაიხსნის  მიწას,ლტოლვილების  ცრემლებით  ნამულს,

ადექი  ბიჭო, ადექი  და  კვლავ  გაიპარე,

შენი  სიკვდილი  კვლავ  ჭირდება  შენს  ტანჯულ  მამულს!!!

                                                                                    შოთა  ნიშნიანიძე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.06.2021
ბოლო რედაქტირება 24.07.2022
სულ რედაქტირებულია 9

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0