სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
გედევანიშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (1870-1933) საქართველოს გენერალი დაბ. მცხეთა

1870-1933 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გედევანიშვილი სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

გედევანიშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (1870-1933) საქართველოს გენერალი დაბ. მცხეთა

გედევანიშვილი (გედევანოვი) ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (16 თებერვალი 1870-1933), თავადი, გენერალ-მაიორი (1916), 1917 წელს 51-ე ქვეითი დივიზიის მეთაური;

დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი; პავლოვსკის პირველი სამხედრო სასწავლებელი პოდპორუჩიკის წოდებით 1889 წელს; გენერალური შტაბის ნიკოლაევსკის აკადემია.


მსახურობდა ბაქოს 153-ე ქვეითთა პოლკში; 1893 წლიდან პორუჩიკი; 1900 წლიდან შტაბს-კაპიტანი; 1901 წლიდან კაპიტანი; 1907 წლიდან პოდპოლკოვნიკი; 1910 წლიდან პოლკოვნიკი; 1914 წლიდან მსახურობდა 155-ე ქვეითთა კუბინსკის პოლკში. 1914 წლიდან კავკასიის მე-2 მსროლელთა პოლკის ოფიცერი; 1914 წლიდან სოხუმის ქვეითთა 203-ე პოლკის მეთაური; 1915 წლიდან გენერალ-მაიორი; 1917 წლიდან 51-ე ქვეითთა დივიზიის მთვარსარდალი; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში; 1918 წლის დასაწყისში იყო ბათუმის კომენდანტი; გარკვეულ ხანს იყო სამხედრო მინისტრის მოადგილე, სამხედრო საბჭოს წევრი. 1918 წლის ზაფხულიდან 1919 წლის გაზაფხულამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. 1921 წ-ის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მსახურობდა წითელ ჯარში. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, ქართული ჯარის გენერალი. რუსეთ-იაპონიის და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 


წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 88; ria1914.info


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1914 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)
  • 1912 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1910 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • Гедеванов Александр Константинович, князь  (16.02.1870 – ?)
                генерал-майор с 21.12.1916

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0