სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი 1878-1937) საქართველოს გენერალი,  დაბ. მცხეთა ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი 1878-1937) საქართველოს გენერალი,  დაბ. მცხეთა

1878-1937 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გედევანიშვილი სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი 1878-1937) საქართველოს გენერალი, დაბ. მცხეთა

გედევანიშვილი ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე(1878-1937) მოხსენიებულია ლევან დოლიძის წიგნში სხვა დამატებითი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ


https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/272505

Гедеванов Николай Константинович (1881) Дата рождения: 1881 г. Варианты ФИО: Гедеванишвили Место рождения: г. Мцхета


ძმა იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი 1872-1932წწ გარდ. 60 წლის, საქართველოს გენერალი, 1921 წლის დასაწყისიდან - ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდალი. წარმ.  ყვარელი კახეთი


გედევანიშვილი იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე - (02.01.1872 - 1939) - სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რუსეთის არმიის შტაბსკაპიტანი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის . საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის ამხანაგის და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისგენერალ ალექსანდრე გედევანიშვილისა და პოლკოვნიკ ნიკოლოზ გედევანიშვილის ძმა.

1905-1923 წლებში იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი. 1905-1907 წლებში რევოლუციის აქტიური მონაწილე, რის გამოც კაპიტნის წოდებით დათხოვნილ იქნა რუსეთის არმიიდან. იგი აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტების მიერ დუშეთის მაზრის ხაზინის ექსპროპრიაციაში. 1916 წლის შემოდგომაზე ესწრებოდა ეროვნულ-დემოკრატ დ. ვაჩნაძის ბინაში, ნ. ჟორდანიასთანმ. წერეთელთანე. გეგეჭკორთან და სხვებთან ერთად, თათბირს, რომელზეც პარტიათა წარმომადგენლები შეთანხმდნენ, ხელსაყრელ ვითარებაში გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქართული საარმიო კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. იგი დაინიშნა კორპუსის შტაბის უფროსად. 1918 წლის დასაწყისიდან ფედერალისტთა ბათუმის საბრძოლო ე. წ. „პარტიზანული რაზმის“ მეთაურია. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წლის ბოლოს ის მეორე ქართული ეროვნული ბრიგადის უფროსად დაინიშნა და გენერლის წოდება მიიღო. ი. გედევანიშვილი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიიდან. 1919 წლის მარტიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრია. 1918 წლის აგვისტოდან საქართველოს სამხედრო სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსი იყო. 1918-1921 წლებში ი. გედევანიშვილი ქართულ სამხედრო სკოლაში სამხედრო ისტორიას ასწავლიდა. ერთხანს იყო აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ქართული გარნიზონის სარდალი, ხოლო 1921 წლის დასაწყისიდან - ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონის სარდალი. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველოში დარჩა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 5




პანტელეიმონ გედეონის ძე გედევანიშვილი 1858-1924წწ. დეკანოზი, რეპრესირებულია დაბ. ჩარგალი, დუშეთი

2 0

გედევანიშვილი

1 0

იონა (იოანე) გაბრიელის ძე გედევანიშვილი 1737-1821წწ მიტროპოლიტი; წარმ. მცხეთა;

2 0

გედევანიშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (1870-1933) რუსეთის გენერალი დაბ. მცხეთა

1 0


გედევანიშვილი იოსებ კონსტანტინეს ძე 1872-1939 გენერალი მცხეთა ქართლი

1 0


ივანე გედევანიშვილი მიხეილის ძე 1830-? ინფანტერიის გნერელი 1897 წლიდან დაბ. მცხეთა

1 0


იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი 1872-1932წწ საქართველოს გენერალი, წარმ. ყვარელი კახეთი

1 0


გედევანიშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (1870-1933) საქართველოს გენერალი დაბ. მცხეთა

1 0


ვასილ გედევანიშვილი ადამის ძე 1950-93წწ. გარდ. ლაბრა ოჩამჩირე აფხაზეთი დ. დუშეთი

2 0


შალვა გედევანიშვილი 1897-1990წწ მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. დაბ. თბილისი.

1 0


ნიკოლოზ გედევანიშვილი (Николай Северский) 1870-1941წწ კომპოზიტორი, მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სამხედრო პირი დაბ. თბილისი

2 0


ალექსანდრე პროკოფიევ-სევერსკი (გედევანიშვილი) 1894-1974წწ აშშ-ს ავიაკონსტრუქტორი დაბ. თბილისი

2 0


ელენე გედევანიშვილი დ.1990წ. ევროპის პრიზიორი ფიგურული ციგურაობა წარმ. სოფ არაშენდა გურჯაანი

1 0

0 0 3