სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნიკოლოზ გედევანიშვილი (Николай Северский) 1870-1941წწ კომპოზიტორი, მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სამხედრო პირი დაბ. თბილისი ნიკოლოზ გედევანიშვილი (Николай Северский) 1870-1941წწ კომპოზიტორი, მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სამხედრო პირი დაბ. თბილისი

1870-1941 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი გედევანიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

387       ბეჭდვა

ნიკოლოზ გედევანიშვილი (Николай Северский) 1870-1941წწ კომპოზიტორი, მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სამხედრო პირი დაბ. თბილისი

ნიკოლოზ გედევანიშვილი (Николай Северский)



დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1870 - 1.04.1941

მისი ჩანაწერები შესულია დისკში "კლასიკა. 100 ყველაზე ცნობილი რუსი შემსრულებელი"

1906 წელს პეტერბურგში დააარსა მუსიკალური თეატრი "Екатерининский"


Северский Николай Георгиевич (наст. фам. Прокофьев-Северский) (1870,Тифлис - 1941,Париж) - поручик, певец (баритон), артист, режиссер, композитор, летчик-любитель, деятель церкви. Отец А.Н., Г.Н. Северских
იყო "რუსული ოპერეტის ვარსკვლავად", "ოპერეტის მეფედ" წოდებული; რუსული და ბოშური რომანსების ცნობილი შემსრულებელი და მრავალი რომანსის ავტორი; ასრულებდა მისდამი მიძღვნილ რომანსებს; XIX საუკუნის მიწურულს თბილისში დააარსა ჟურნალი "თეატრი და ხელოვნება"; სცენაზე მისი დებიუტი შედგა XIX საუკუნის 90–იან წლებში, "თბილისის სამუსიკო წრეში"; წერდა საესტრადო ჟანრის ნაწარმოებებს; გრამფირფიტაზე ჩაწერილია ქართული სიმღერები, მათ შორის "გული მაწუხებს"; 1895 წელს შედგა მისი დებიუტი მოსკოვის თეატრი "Буффа"–ს სცენაზე, საკუთარი ოპერეტა–მოზაიკით "ახალი ბოშური სიმღერები სახეებში", 1897 წელს ბენეფისში შეასრულა დეკერ შენკის ოპერეტა "ჰაჯი მურატი", მოსკოვის "მცირე თეატრში" თამაშობდა სმერდიაკოვს(დოსტოევსკი "დანაშაული და სასჯელი"); 1906 წელს პეტერბურგში დააარსა მუსიკალური თეატრი "Екатерининский"; 1914 წელს თბილისში გაიმართა მისი ერთ–ერთი უკანასკნელი კონცერტი; 1914 წლიდან მოღვაწეობდა ავიაციაში; 1923 წლიდან ცხოვრობდა პარიზში; საფრანგეთში იყო "რუსი მფრინავების კავშირის" ვიცე–თავმჯდომარე, პარიზის "რუსული თეატრის" მსახიობი და რეჟისორი; დადგა სპექტაკლები: გოგოლი "რევიზორი", ბულგაკოვი "თეთრი გვარდია"(1927), საკუთარი "ბოშური რომანსები სახეებში" (1933), რომელიც ომის შემდეგაც წარმატებით იდგმებოდა; მონაწილეობდა კინოფილმში: "ადვოკატი" (1925, რეჟისორი გ. რაველი); 1933–1941წწ. იყო ქ. ანერეს (პარიზის მახლობლად) ქრისტე–მხსნელის ტაძრის ხაზინადარი; 1936–1941წწ. "მრევლის ფურცლის" გამომცემელი და უცვლელი რედაქტორი; გამოსცა რამდენიმე ათეული გრამფირფიტა; მისი ჩანაწერები შესულია დისკში "კლასიკა. 100 ყველაზე ცნობილი რუსი შემსრულებელი"; მისი ორი ვაჟი იყო მფრინავი, მათგან უფროსი, ალექსანდრე, აშშ–ში ცნობილი ავიაკონსტრუქტორი; ოპერეტის მომღერალი–ბარიტონი, საეკლესიო მოღვაწე, სამხედრო პირი–პორუჩიკი, მოყვარული მფრინავი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 102

http://russianshanson.info/?id=811&attr=1#biography

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006177/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.08.2020
ბოლო რედაქტირება 24.05.2022
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0