გოგი მიქელაძე 1946
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1965 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1971 წელს.
1970 წლიდან არის კ/ს "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დოცენტი; არის მხატვარი კინოფილმებისა - "ქალაქი ანარა" (1975), "ცხელი ზაფხულის სამი დღე" (1980), "დღეს ღამე უთენებია" (1982), "მონანიება" (1984), "ეი, მაესტრო" (2002), "გზა მაცხოვრისა" (2002), "დედაო ღვთისა" (2003), "მშრალი ხატის სიზმრები" (2003), "ოტელო" (2003), "საშობაო საჩუქარი" (2004); სპექტაკლებისა - "საჩუქარი" (2005) და "ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში" (1986); 1970 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ფერწერული ნამუშევრებია: "მგზავრები", "თეთრი კედელი", "ცარიელი ოთახი", "სარკე", "დილა", "ავტოპორტრეტი", "სადარბაზო", "რიყე", "თბილისური ფანჯრები", "მსახიობის პორტრეტი", "თამრიკო", "მატარებელი".
აქვს პერსონალური გამოფენები: "პოპ-არტი" (თბილისი, 1986); საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება (მოსკოვი, 1987) ბერლინი (1996); თბილისი (2004); აშშ, პიცბერგი (1999); ჯგუფური - ლოზანა (1987), გრაცი (1988), მიუნჰენი (1995). მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის რევოლუციის მუზეუმში, აშშ-ს ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის, იაპონიის, იტალიის, საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის კერძო კოლექციებში. მიღებული აქვს ჯილდო კინოფესტივალზე "ნიკა" (1987).
წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.339; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; shin.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია