მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
მინდია(ბაჩუკი) მიქელაძე დაიბადა 1974 წლის 16 ივლისს ქალაქ სოხუმში.1992 წელს -სკოლის დამთავრების შემდეგ,სოხუმის უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩააბარა.
1992 წელი, 14 აგვისტო...ომი დაიწყო... მომავალზე მეოცნებე ბიჭი სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. უყოყმანოდ ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონში რიგით მებრძოლად. ლამაზი,გულისხმიერი,კეთილი,სამართლიანი,გამბედაობითა და სიმამაცით ბავშვობიდანვე გამორჩეული ჭაბუკი სამშობლოს თავისუფლებასა და ბედნიერებაზე ოცნებობდა.
მინდია (ბაჩუკი) მიქელაძე 1993 წლის 18 სექტემბერს გმირულად დაიღუპა. ოჯახმა დატირებაც ვერ მოახერხა. დედა-ქალბატონი კლარა იხსენებს: „ბაჩუკი(ასე ვეძახდით მინდიას) ღამით, ჩუმად დავასაფლავეთ საგვარეულო სასაფლაოზე, სანთელიც კი ვერ დავუნთე,გორაკიდან აფხაზები გვითვალთვალებდნენ... მას შემდეგ შვილის საფლავი არც მინახავს...“