გიორგი კეკელიძე (1984) დაიბადა ოზურგეთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 2009 წელს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით.
2006 წელს აფუძნებს ლიტერატურულ ჟურნალ ლ'ილ-ს; 2006-2008 წლებში მუშაობდა რუსთავის N2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად; 2006 წელს - აფუძნებს პირველ ქართულ ელექტონულ ბიბლიოთეკას lib.ge-ს; 2008წ. - გამოსცა პოეტური კრებული "ოდები"; 2009წ. - ჟურნალ ფოკუსის მესვეტე; 2009-2010წწ. არის "რადიო - ქალაქის" ლიტერატურული გადაცემის - "ლიტერატურული ქალაქი", თანაავტორი; 2010წ. - ჟურნალ ტაბულას ლიტერატურული მიმომხილველი და მესვეტე; 2010წ. სატელევიზიო გადაცემა "წითელი ზონა" პროდიუსერი; 2010 წლიდან მისი ინიციატივით ლიტერატურული პორტალი lib.ge აარსებს ყოველკვირეულ არტ-საღამოებს; 2010წ. კითხულობს თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კლასიკურ ლიტერატურაში, ასევე გასვლით ლექციებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში; 2010წ. - კულტურული პროგრამების გზამკვლევის, Tbilisi out-ის ექსპერტი ლიტერატურაში; 2011წ. lib.ge-ის სადისკუსიო ციკლის მოდერატორი; 2011წ. - გამოდის მისი პოემა "ყორანი" ფორმატით "წიგნი თეფშზე"; 2011წ. - ჟურნალ ტაბულა-არტის ლიტეტატურის განყოფილების რედაქტორი; 2011წ. - პორტალ rustaveli.net ერთ-ერთი დამფუძნებელი; 2011წ. - რადიო-გადაცემა "ლიტერატურა და სხვა", რადიო მწვანე ტალღა, ავტორი და წამყვანი; 2012წ. - ლიტერატურული ტელე-გადაცემა "ინტერპრეტაცია", ავტორი და წამყვანი; 2012წ. მისი ინიციატივით lib.ge-ჯგუფი იწყებს კავკასიურ სახელოვნებო ბლოგ-პორტალზე მუშაობას; 2012 წელს დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. 2013 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია საბავშვო წიგნებისთვის; 2013 წლიდან არის ტელეკომპანია მაესტროს დილის გადაცემის წამყვანი და ვიდეო-ბლოგ კვირის აზრების მონაწილე; გ. კეკელიძეს თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტი, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრების კრებული "ჯადოსნური კარი", სერგეი დორენკოს "რომანი 2008"; მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე; შეტანილია ქართველი პოეზიის აზერბაიჯანულ ანთოლოგიაში. ავტორის შემოქმედების ინგლისური თარგმანები და აუდიო-ვერსია განთავსდა საერთაშორისო საიტზე Lyrikline.org.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2016 - ოზურგეთის საპატიო მოქალაქე
- 2016 - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო, წლის საგანმანათლებლო პროექტი
რუსთაველი - ელეტქრონული ბიბლიოთეკა - 2016 - 2016 წლის გამორჩეული ადამიანი ხალხის გამოკითხვის შედეგად (ორგანიზაცია ამაგდარი)
- 2016 - წლის ეროვნული ბესტსელერი
გურული დღიურები და ერთი მეგრული ამბავი. წ. 2 / გიორგი კეკელიძე. - თბილისი : სიესტა : ქეთევან კიღურაძე, 2016. - 64გვ. - 2015 - წლის ავტორი ქართულ ლიტერატურაში (ჟურნალ EGO-ს გამოკითხვა)
- 2015 - გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია
გურული დღიურები / გიორგი კეკელიძე. - თბილისი : სიესტა : ქეთევან კიღურაძე, 2015. - 84გვ. - 2015 - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯილდო, წლის საგანმანათლებო პროექტი
ეკვილიბრიუმი - სოფლის განახლებული ბიბლიოთეკები - 2015 - წინანდლის პრემია
პოეზია, 2008-2013 / გიორგი კეკელიძე. - თბილისი : სიესტა : ქეთევან კიღურაძე, 2014. - 108გვ. - 2015 - სახე(ლ)ები 2015 – გურული დღიურებისთვის (ბესტსელერი) და ციფრული ფოტომატიანესთვის (წლის პროექტი)
- 2014 - წლის ეროვნული ბესტსელერი
გურული დღიურები / გიორგი კეკელიძე. - თბილისი : სიესტა : ქეთევან კიღურაძე, 2015. - 84გვ. - 2013 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებული
- 2013 - აზერბაიჯანელი პოეტის მუშვიგის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია
- 2012 - წლის ადამიანი ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ვერსიით
- 2010 - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, წლის წარმატებული ახალგაზრდა ლიტერატურის სფეროში
- 2010 - British Council ლონდონის წარმომადგენლობის კონკურსი Poet in the City (გამარჯვებული საქართველოდან)
- 2010 - წლის ადამიანი ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ვერსიით
- 2010 - წლის ადამიანები, ჟურნალ ტაბულას ვებ-გამოკითხვა (lib.ge ჯგუფთან ერთად)
- 2009 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია
- 2009 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო დებიუტი
ოდები / გიორგი კეკელიძე. - თბილისი : სიესტა : ქეთევან კიღურაძე, 2008. - 160გვ.
ბიბლიოგრაფია
- წერილები ღმერთს და მამაჩემს (ავტორი). - ბათუმი, წიგნები ბათუმში, 2017. - 63გვ.. - ISBN: 9789941467943
- თომას ზღაპრები (ავტორი). - თბილისი, საქ. უნ-ტის გამ-ბა, 2016. - 32გვ.. - ISBN: 9789994050260
- გურული დღიურები და ერთი მეგრული ამბავი (ავტორი) // წ.2. - თბილისი, სიესტა, 2016. - 64გვ.. - ISBN: 9789941443787
- ორი თავგადასავალი : რომანი (ავტორი). - ბათუმი, წიგნები ბათუმში, 2015. - 168გვ.. - ISBN: 9789941944789
- ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი : საქართველო - ინგლისი, "მანჩესტერი" - "დინამო" : ესეები (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2015. - 70გვ.. - ISBN: 978-9941-445-89-7
- გურული დღიურები (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2015. - 84გვ.. - ISBN: 978-9941-443-57-2
- მურმანის სევდა (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2015. - 64გვ.. - ISBN: 9789941240133
- ყორანი : პოემა (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2011. - 35გვ.. - ISBN: 978-9941-414-56-5
- ოდები (ავტორი). - თბილისი, სიესტა, 2008. - 160გვ.. - ISBN: 978-9941-9052-3-0
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000743/