სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
კორნელი კეკელიძე 1879-1962წწ აკადემიკოსი ფილოლოგი, დაბ. სოფ. ტობანერი, ვანი, იმერეთი კორნელი კეკელიძე 1879-1962წწ აკადემიკოსი ფილოლოგი, დაბ. სოფ. ტობანერი, ვანი, იმერეთი კორნელი კეკელიძე 1879-1962წწ აკადემიკოსი ფილოლოგი, დაბ. სოფ. ტობანერი, ვანი, იმერეთი კორნელი კეკელიძე 1879-1962წწ აკადემიკოსი ფილოლოგი, დაბ. სოფ. ტობანერი, ვანი, იმერეთი კორნელი კეკელიძე 1879-1962წწ აკადემიკოსი ფილოლოგი, დაბ. სოფ. ტობანერი, ვანი, იმერეთი კორნელი კეკელიძე 1879-1962წწ აკადემიკოსი ფილოლოგი, დაბ. სოფ. ტობანერი, ვანი, იმერეთი კორნელი კეკელიძე 1879-1962წწ აკადემიკოსი ფილოლოგი, დაბ. სოფ. ტობანერი, ვანი, იმერეთი კორნელი კეკელიძე 1879-1962წწ აკადემიკოსი ფილოლოგი, დაბ. სოფ. ტობანერი, ვანი, იმერეთი კორნელი კეკელიძე 1879-1962წწ აკადემიკოსი ფილოლოგი, დაბ. სოფ. ტობანერი, ვანი, იმერეთი

1879-1962 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი კეკელიძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

კორნელი კეკელიძე 1879-1962წწ აკადემიკოსი ფილოლოგი, დაბ. სოფ. ტობანერი, ვანი, იმერეთი

დაბადების ადგილი: სოფელი ტობანიერი, ვანის რაიონი. კორნელი კეკელიძე (დ. 30 აპრილი [ძვ .სტ. 18 აპრილი]1879 — გ. 7 ივნისი1962)

დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია 1904 წელს.


1905-1906 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. კორნელი კეკელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამოავლინა, შეისწავლა, გამოსცა და სამეცნიერო კვლევები მიუძღვნა ძველი ქართული ლიტერატურის უბრწყინვალეს ნიმუშებს. 


კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი "ახალი საგალობლები აბო თბილელისა" 1905 ჟურნალ „მწყემსში“ (№ 13, 14) დაიბეჭდა. 1907 გადამუშავებული საკანდიდატო ნაშრომისათვის "ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა" (რუსულ ენაზე, ცალკე წიგნად გამოიცა თბილისში, 1908) მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. დიდია მისი ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919-1925 სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1926-1930წწ. სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 1921—1930წწ. ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, 1933-1936წწ. ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1942-1949წწ. განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. 1948-1954წწ.  გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კ. კეკელიძის საერთო რედაქციით. განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კ. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც, აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის ცაკი, წევრი (1927-)
  • ამიერკავკასიის ცაკი, წევრი (1929-)
  • განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგია, წევრი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დამაარსებელი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი (1941-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია , თანადამფუძნებელი


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

წყარო-www.nplg.gov.ge


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 2


კეკელიძე სევერიან სამსონის ძე მართლმ. მღვდელი 1910-(1912) წწ ტობანიერის წმ. სამების ეკლესია. ვანი.

2 0

კორნელი კეკელიძე სამსონის ძე 1879 -1962წწ დეკანოზი, აკადემიკოსი ქართველი ფილოლოგი, დაბ. სოფ. ტობანიერი ვანი

2 0

კეკელიძე

1 0

კეკელიძე ანთიმოზ, დაბ. 1863წ შტატის მღვდელი სოფ. იანეული წმინდა გიორგის ეკლესია

2 0

ისააკ ანტონის ძე კეკელიძე 1863-1947წწ მღვდელი სოფ. იანეული (ჩოხატაური)

2 0


ნიკოლოზ კეკელიძე გარდ. აფხაზეთი

4 0

კონსტანტინე კეკელიძე ბორისის ძე 1957-92 წწ 101-ე ბატალიონი დაკარგ. გუმისთა

2 0

გიორგი კეკელიძე 1984წ მწერალი, პოეტი, ფილოლოგი, დაბ. ოზურგეთი, გურია

1 0