სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
დავით კასრაძე 1885-1965წწ მთარგმნელი, მწერალი, სოფ. ავნევი, გორი, ქართლი დავით კასრაძე 1885-1965წწ მთარგმნელი, მწერალი, სოფ. ავნევი, გორი, ქართლი

1885-1965 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი კასრაძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

439       ბეჭდვა

დავით კასრაძე 1885-1965წწ მთარგმნელი, მწერალი, სოფ. ავნევი, გორი, ქართლი

დავით კასრაძე (1885-1965) დაიბადა გორის რაიონის სოფელ ავნევში. 



დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი და 1908 წელს.

სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა პარიზში ფილოსოფიისა და ლიტერატურის მეცნიერების დასაუფლებლად; 1901 წლიდან ბეჭდავდა წერილებს, მოთხრობებსა და ფელეტონებს ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა ფსევდონიმებით; 1923 წელს იყო ბათუმის გაზეთ "მწვერვალის" რედაქტორი. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია რომანი "გურანდა", რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა ცარიზმის რეჟიმი; 1928 წელს გამოაქვეყნა რომანი "კეთრი"; დიდი ინტერესი ხვდა წილად მის ჰეროიკულ პოემას "ლეგენდა რუსთაველზე"; თარგმნა ტოლსტოის, გოგოლის, ტურგენევის, მოლიერის, ზოლასა და სხვათა თხზულებები. იგი არის ავტორი პიესებისა და მონოგრაფიებისა ქართული სცენის მოღვაწეებზე. მას ეკუთვნის წერილები ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების საკითხებზე. მნიშვნელოვანია მისი როლი საბავშვო ლიტერატურაში. მის კალამს ეკუთვნის ცნობილი წიგნები: "ქალპეპელა", "მზიას გიშგიშა", "ჩვენს საკურდღლეში", "ორი ზღაპარი" და მრავალი სხვა. 1932 წელს შეადგინა და ქართულ ენაზე გამოსცა ოსური ლიტერატურის პირველი ანთოლოგია. 

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები: წ.1 –  თბ., 2013.-გვ.454; მამულიშვილთა სავანე / ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. - გვ.209




ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემიური კორპორაცია, წევრი
  • საზოგადოება თბილისის განყოფილება , წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • სოსელო : რომანი (ავტორი). - თბილისი, 1999. - 496გვ.
  • თამარ : ჰეროიკულ-დრამატული პიესა (ავტორი). - თბილისი, სამშობლო, 1995. - 59გვ.
  • ქალპეპელა : ზღაპარი ყმაწვილთათვის (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1991. - 48გვ.
  • ლეგენდა რუსთაველზე : დრამ. პოემა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 215გვ.
  • იბერიის დედოფალი : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964. - 313გვ.
  • კეთრი : რომანი (ავტორი). - ტფილისი, პოლიგრაფტრ. მე-2 სტ., 1928. - 293გვ.
  • თეატრი : თომა ჩიქვანაია (ავტორი). - ტფილისი, ზარია ვოსტოკა-ს სტ., 1924. - 249გვ.
  • როსკიპი : რომანი ორ ნაწილად (ავტორი). - თფილისი , გამოცემა დ. ნაკაიძისა(ა. კერესელიძის სტ.), 1912. - 390გვ.
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001105/

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2020
ბოლო რედაქტირება 23.04.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 09.03.2023
სულ რედაქტირებულია 3



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0