სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
დავით კასრაძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის, სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი დაბ. სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი სამაჩაბლო დავით კასრაძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის, სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი დაბ. სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი სამაჩაბლო დავით კასრაძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის, სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი დაბ. სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი სამაჩაბლო

1971-1992 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი კასრაძე სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

311       ბეჭდვა

დავით კასრაძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის, სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი დაბ. სოფ. მამისაანთუბანი ცხინვალი სამაჩაბლო

დავით ავთანდილის ძე კასრაძე  დაიბადა 1971 წლის 28 სექტემბერს,მოსამსახურის ოჯახში,ცხინვალის რაიონის სოფელ  მამისაანთუბანში.


 1977-78 წლებში  შევიდა ქალაქ ცხინვალის №1 საშუალო სკოლაში.

რომლის სრული კურსი დაამთავრა I988 წელს, შემდეგ დაეუფლა მძღოლის პროფესიას. 

ეროვნული მოძრაობის გამო საბჭოთა არმიის რიგებში არ უმსახურია.

მალე ცხინვალში, ასევე მთელს რეგიონში დაიწყო ეროვნული კონფლიქტები.დათო სხვა თანასოფლელ ბიჭებთან ერთად იღებდა ზომებს სოფლის უსაფრთხოებისათვის. ოსი ექსტრემისტები არ ინდობდნენ ქართველობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭებს, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში, სკოლიდან რომ ბრუნდებოდნენ, ოსი ბავშვები უხვდებოდნენ ქართველ ბიჭებს და ჩხუბს უტეხავდნენ ხოლმე...


ეს არეულობა რომ მოხდა, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა სახლი მიტოვებული, როცა 1991 წლის 26 აგვისტოს დათოს სარკმლიდან ესროლეს. დათო და მისი მეუღლე ნინო ბეწვზე გადარჩნენ. ამის შემდეგ უფრო. გაუძლიერდა დათოს სურვილი, რომ დაეცვა ჩვენი სამშობლო. ხშირად თავის უფროს ძმასთან ნუკრისთან ერთად იდგა პიკეტებზე, ბოლოს, როდესაც გაიგო, რომ მამისაანთუბნის მისადგომებთან სჭირდებოდათ ბიჭები შერეულ სამშვიდობო ძალებში. თანასოფლელებთან ერთად დათოც ჩაეწერა. ჩვენ, მშობლები, ვუშლიდით. ვეუბნებოდით,მეუღლე გყავს, ორი უსუსური შვილი გყავს, შენზე არავინ არაფერს იტყვისო.

დათომ არ დაგვიჯერა: ჩვენს უბანს და ცხინვალს უცხო ბიჭები იცავენ და მე რატომ არ უნდა ვიყო იქ? მე ეს იმიტომ უფრო მეკუთვნის, რომ ორი შვილი მყავსო.

1992 წლის 14 სექტემბერს დათომ სურვილი აისრულა. შევიდა შერეული სამშვიდობო ძალების რიგებში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მსახურობდა.

დიდი სიხარული იყო მისთვის, როდესაც მამისაანთუბანშე ჩავიდა და ნახა ჩვენი სახლი, რომლის შესახებ ცხრა თვის განმავლობაში. არაფერი ვიცოდით.მართალია, გული დაწყდა, რომ ჩვენი სახლი და ეზო-კარი. გაუბედურებული და გაპარტახებული დახვდა, გული მაინც იმედით ჰქონდა სავსე: მალე დავბრუნდებით ჩვენს სახლებში და ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც გვქონდაო.

დათო და ჩვენი სოფლის ათი ახალგაზრდა ბიჭი რაკი შერეულ სამშვიდობო ძალებში იყვნენ, გამცილებლის როლსაც ასრულებდნენ. შემოდგომით მამისაანთუბნის ოსებს დააბინავებინეს მოსავალი. მათ არავინ ერჩოდა, მაგრამ როდესაც აღარ ჭირდებოდათ ჩვენი „უბნის ბიჭები“, ოსმა ბარბაროსებმა დაუნაღმეს გზა. მათ კარგად იცოდნენ, რომ ამ გზაზე ჩვენი ბიჭები გაივლიდნენ...

და სწორედ 1992 წლის 18 ნოემბერს დავალების შესრულების დროს სოფელ მამისაანთუბანში ნაღმზე აფეთდა მანქანა, რომელშიც იჯდა ხუთი მამისაანთუბნელი ჭაბუკი, მათ შორის დავით კასრაძეც.

დათო 21 წლის იყო. ნაადრევად მოეკიდა ოჯახს, ნაადრევად წავიდა ოჯახიდან, წავიდა და დატოვა 21 წლის მეუღლე ნინო, 2 წლის თეა და სამი თვის ანი, მოხუცებული მშობლები და ორი ძმა.

ყველა დასანანია სიკვდილისთვის, მაგრამ ყველაზე ძნელი ის არის, რომ.

შენი სახლ-კარიდან ლტოლვილი ხარ, რომ შენს ოჯახში არ დაგიტირონ და შენს სასაფლაოზე არ დაიმარხო ახლობლების გვერდით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.07.2021
ბოლო რედაქტირება 23.04.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0