ცხოვრობდა ცხინვალის რაიონის სოფელ ქემერტში. დაიბადა 1955 წლის 9 თებერვალს. საშუალო სკოლა დაამთავრა 1971 წელს.
სწავლა გააგრძელა. თბილისის პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, მუშაობდა თბილისში ავტოზეინკლად, 1980 წელს მუშაობა დაიწყო ჯერ ქ. ცხინვალში სახანძრო რაზმში, შემდეგ კი ქემერტის კოლმეურნეობაში. დარჩა მეუღლე, ოთხი მცირეწლოვანი შვილი და მოხუცებული დეიდა.
ნუგზარ კასრაძე დაიღუპა 1991 წლის 18 მარტს, მიდიოდა სამ თანასოფლელთან ერთად მშვიდობიანი ზონიდან სოფელში ბენზინის შემოსატანად, მაგრამ ხეითი-ერედვის გადასასვლელ გზაზე, მთაზე ასვლისას მოულოდნელად თავს დაესხნენ ოსი ექსტრემისტები. ცოცხლები აწამეს, ხეზე მიაბეს, ბენზინი გადაასხეს ღა ცოცხლად დაწვეს ნუგზარ კასრაძე, მერაბ მინდიაშვილი, ვახტანგ ელბაქიძე,ზურაბ ხაბარელი.
სამშობლო მათ არ დაივიწყებს,
ვაჰ დედასა და ვაჰ დასა
ვაჰ დედასა და ვაჰ დასა,
ვაი, უძმოსა ქალსაო,
ისე არა სძე პატივი,
როგორც შარასა გზასაო.
(ხალხური)