ზაურ კალანდია (1949) დაიბადა ქალაქ ზუგდიდში. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1977 წელს.
იყო "ცისკრის" ლიტერატურული თანამშრომელი, პროზის განყოფილების გამგე. მთავარი რედაქტორი 1992 წლიდან. გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული, ავტორია კინოსცენარებისა, პუბლიცისტური წერილებისა.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1984-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
- ერთტომეული (ავტორი). - თბილისი, ნეოსტუდია, 2003. - 516გვ.. - ISBN: 99928-0-509-9
- ძეგლი ყველასათვის (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2002. - 248გვ.. - ISBN: 99928-16-94-5
- ესკიზები საშემოდგომო განწყობილებისათვის (ავტორი). - თბილისი, 2000. - 152გვ.
- ზარი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1997. - 256გვ.
- ჟამი უდაბნოში (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1997. - 188გვ.
- ესკიზები საშემოდგომო განწყობილებისათვის : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1984. - 128გვ.
- ჩემი ღამის ცა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1982. - 132გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000469/