II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"
რეზო გიორგის ძე კალანდია დაიბადა 1952 წლის 18 დეკემბერს გულრიფშის რაიონში. რეზო კალანდია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 1993 წლის 1 მაისიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონში სასურსათო საწყობის უფროსად.რეზო აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბატალიონის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. იყო მამაცი და დისციპლინირებული მებრძოლი,პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
1993 წლის 29 სექტემბერს რეზო კალანდია სოფელ ფშავში მიმდინარე საომარი მოქმედების დროს გმირულად დაიღუპა.