სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10608

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 ვაჟა კალანდია 1958-1993წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი.  ვაჟა კალანდია 1958-1993წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი.

1958-1993 წწ. გარდ. 35 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კალანდია სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

ვაჟა კალანდია 1958-1993წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი.

მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 242-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"



ვაჟა  ჯოტოს  ძე  კალანდია  დაიბადა  1958  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.



  აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი მოქმედებების  დროს,  ვაჟა  კალანდია  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე  ბატალიონში.  აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  განხორციელებულ  საბრძოლო  მოქმედებებში.

  ვაჟა  კალანდია  1993  წლის  2  იანვარს  , კოჩარა-ლაბრის  საზღვარზე  ერთ-ერთი  საბრძოლო  ოპერაციის  დროს,გმირულად   დაიღუპა.



გა­სულ სა­უ­კუ­ნეს, ფი­ნე­თის ომში ბრძო­ლი­სას, ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რი აფხა­ზე­თი­დან ტყვედ ჩა­უ­ვარ­დე­ბა გერ­მა­ნე­ლებს. ერთ-ერთი არე­უ­ლო­ბი­სას, ტყვე თხრილ­ში გა­და­ვარ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ მიხ­ვდე­ბა, რომ ცო­ცხა­ლია. თავს აღ­წევს იქა­უ­რო­ბას და ჰო­ლან­დი­ა­ში გარ­ბის. იქ მას მდი­და­რი, უშ­ვი­ლო ფერ­მე­რი შე­ი­ფა­რებს, რო­მე­ლიც სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ნას სთხოვს. ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რი მად­ლო­ბას უხ­დის და უარს ეუბ­ნე­ბა. მალე ის უბ­რუნ­დე­ბა თა­ვის ნა­წილს, მაგ­რამ ტყვე­ო­ბა­ში ყოფ­ნის გამო დას­ჯი­ან, და­ი­ჭე­რენ და ასახ­ლე­ბენ ციმ­ბირ­ში. ციმ­ბირ­ში ქარ­თვე­ლი მე­ო­მა­რი გა­იც­ნობს უკ­რა­ი­ნელ, გა­კუ­ლა­კე­ბუ­ლი კა­ცის ქა­ლიშ­ვილს - ულა­მა­ზეს კა­ტი­ას და მას­ზე ქორ­წინ­დე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი ვანო კა­ლან­დია გახ­ლდათ. გავა წლე­ბი და რუ­სე­თის მიერ წა­ხა­ლი­სე­ბულ სე­პა­რა­ტის­ტებ­თან ბრძო­ლას შე­ე­წი­რე­ბა მისი ძმის­შვი­ლი ვაჟა კა­ლან­დია, რომ­ლის ძმაც ფი­ლო­სო­ფი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი ირაკ­ლი კა­ლან­დია ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტია.

- ვიცი,რომ ეს თქვენ­თვის ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ იქ­ნე­ბა გა­იხ­სე­ნოთ თქვე­ნი სახ­ლი აფხა­ზეთ­ში. მამა, რო­მე­ლიც ასე­ვე იბ­რძო­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში...


- მა­მა­ჩე­მი ჯოტო კა­ლან­დია, 1941-1943 წლებ­ში, ლე­სე­ლი­ძის არ­მი­ა­ში იბ­რძო­და, სა­დაც მძი­მედ და­იჭ­რა და გა­მოგ­ზავ­ნეს წყალ­ტუ­ბო­ში. იქ მას უმ­კურ­ნა­ლეს და და­ტო­ვეს თბი­ლის­ში. კო­მენ­და­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და, რო­გორც რუ­სუ­ლი ენის მცოდ­ნე. წარ­მო­სა­დე­გი ახალ­გაზ­რდა კაცი, სამ­ხედ­რო საქ­მე­ში გა­მო­ი­ყე­ნეს და 1946 წელს, აფხა­ზეთ­ში, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ჩა­რა­ში დაბ­რუნ­და. ად­გილ­ზე მას აღა­რა­ფე­რი დახ­ვდა... რო­გორც ჩანს, საბ­ჭო­თა ჯარ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ის სახ­ლი, რო­მე­ლიც იქ იდგა და შემ­დეგ მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­დაწ­ვეს! ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ჯოტო კა­ლან­დი­ამ მო­ა­ხერ­ხა პა­ტა­რა მეგ­რუ­ლი ოდის აშე­ნე­ბა და თა­ვი­დან და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა. მა­ლე­ვე მო­იყ­ვა­ნა ცოლი, დე­და­ჩე­მი - ზოია სამ­სო­ნია, ულა­მა­ზე­სი 17 წლის გო­გო­ნა. 18 წლი­სას უკვე მე ვე­ყო­ლე (იცი­ნის). 1958 წელს, აქ ამ სახ­ლში და­ი­ბა­და ჩემი ძმა, ვაჟა კა­ლან­დია, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ომში ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა.

მახ­სოვს, სულ ამ­ბობ­და, - მოხ­დე­ბა შე­ჯა­ხე­ბა. ჩვენ მოგ­ვი­წევს ბრძო­ლა და კაცი ამ სამ­ყა­რო­დან ისე არ უნდა წა­ვი­დეს, ერთხელ მა­ინც რომ არ იბ­რძო­ლო­სო! ძმის გახ­სე­ნე­ბა ჩემ­თვის ად­ვი­ლი არ არის. ვაჟა მე გავ­ზარ­დე, ჩემს მხრებ­ზე, ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი... 8 დედ­მა­მიშ­ვი­ლი - მე უფ­რო­სი ძმა, მერე ვაჟა და და­ნარ­ჩე­ნი უკვე დები. 10 წლამ­დე იყო ჩემ­სა და ვა­ჟას შო­რის ასაკ­ში სხვა­ო­ბა. ეს იყო ბავ­შვი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე ემ­ზა­დე­ბო­და ამ ტრა­გი­კუ­ლი სიკ­ვდი­ლი­სათ­ვის. სულ ია­რაღ­თან უნ­დო­და ურ­თი­ერ­თო­ბა, წი­ნას­წარ იცო­და თით­ქოს, რაც მოხ­დე­ბო­და, გრძნობ­და, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იყო.



1993 წელს, ომში ჩემი ძმა დაჭ­რეს. 8 ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი, მათ შო­რის 5 გამ­ჭო­ლი. იშ­ვი­ა­თო­ბაა, რომ ასეთ რა­მეს ადა­მი­ა­ნი გა­და­ურ­ჩეს. ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე თბი­ლის­ში. რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, კონ­სი­ლი­უ­მი შედ­გა და იკი­თხეს, - სად არის ის დაჭ­რი­ლი, ვინც უნდა ვნა­ხო­თო. ჩემი ძმა ამ დროს კარ­ში დგას და წა­მო­ვი­და, - მე ვარო! შე­ხე­დეს ამ პრო­ფე­სო­რებ­მა, ვერ და­ი­ჯე­რეს, რომ ასე­თი ჭრი­ლო­ბე­ბით ფეხ­ზე დგო­მა შე­ეძ­ლო...მინ­დო­და, რომ ჩემი ძმა თბი­ლის­ში და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, რად­გან აფხა­ზეთ­ში ცუ­დად გვქონ­და უკვე საქ­მე. ერთ სა­ღა­მოს, ჩემი ძმა ასე­თი დაჭ­რი­ლი, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ახ­ლად გა­მო­სუ­ლი გა­მე­პა­რა და და­მი­ტო­ვა წე­რი­ლი.

მწერ­და, - მი­ხე­დე შენს შვი­ლებს! მე ვიბ­რძო­ლებ თქვენს მა­გივ­რა­და­ცო...

რამ­დე­ნი­მე თვე­ში, ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ში გა­მაგ­რე­ბულს 40 - მდე მე­ო­მა­რი და­ეს­ხა თავს! ვაჟა მარ­ტო იყო. (ტი­რის)...

გვი­ან იმ აფხა­ზე­ბის მო­ნა­ყო­ლი გა­ვი­გე, ვინც ჩემ ძმას და­ეს­ხა თავს, - გა­უ­გო­ნა­რი რამ მოხ­და, ყვე­ლა ფან­ჯრი­დან გვეს­როდ­ნენ, არა­და, რო­გორც მერე აღ­მოჩ­ნდა შე­ნო­ბა­ში მარ­ტო ერთი კაცი იყოო! კარ­გახ­ნი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ ჩა­იგ­დეს ხელ­ში და და­ცხრი­ლეს... ერთი კვი­რა დას­ჭირ­და მა­მა­ჩემს, რო­მე­ლიც იქ დარ­ჩა და არ წა­მო­ვი­და, რომ ჩემი ძმის ნეშ­ტის ნარ­ჩე­ნე­ბი ენა­ხა და და­ე­საფ­ლა­ვე­ბი­ნა. დღე­საც არ ვი­ცით, საფ­ლა­ვი ზუს­ტად სად არის, და­ახ­ლო­ე­ბით ვი­ცით მხო­ლოდ...

- აფხა­ზე­თის გახ­სე­ნე­ბი­სას, შე­უძ­ლე­ბე­ლია ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა არ გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­მელ­თა­ნაც დიდი მე­გობ­რო­ბა გა­კავ­ში­რებ­დათ...

- მე მო­მი­წია სამი წელი მუ­შა­ო­ბა ცენ­ტრა­ლურ კო­მი­ტეტ­ში. იქ ჟი­უ­ლი იყო გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე და მეც მას­თან ვი­ყა­ვი. ეს იყო უნი­ჭი­ე­რე­სი კაცი. მღე­რო­და შე­სა­ნიშ­ნა­ვად, შე­ხე­დავ­დი, გა­გი­ხარ­დე­ბო­და. ერთ დღე­საც, მე და გერ­მა­ნი ფა­ცა­ცია "იმე­ლის“ შე­ნო­ბა­ში შევ­დი­ვართ, ამ დროს შარ­ტა­ვა გა­მო­დის შე­ვარ­დნა­ძი­სა­გან გა­ფით­რე­ბუ­ლი. თურ­მე შე­ვარ­დნა­ძემ და­ნიშ­ნა აფხა­ზე­თის მე­თა­უ­რად. ჩა­მოგ­ვარ­თვა ორი­ვეს ხელი, გერ­მა­ნე ცოტა გვერ­დზე გა­იწ­ვია, ამ დროს გერ­მა­ნე უკვე დე­პუ­ტა­ტი იყო და მო­უყ­ვა და­ნიშ­ვნის ამ­ბა­ვი.. ასე მგო­ნია, ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა შე­ვარ­დნა­ძემ აფხა­ზეთ­ში იმი­ტომ გა­უშ­ვა, რომ აქ შე­იძ­ლე­ბა კონ­კუ­რენ­ტად ჰყო­ლო­და!
სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტი და სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყო გერ­მა­ნეც. 20 წელ­ზე მეტი იყო პარ­ლა­მენ­ტა­რი, იყო აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო­სა და ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. რო­დე­საც ის გარ­და­იც­ვა­ლა, გა­ვას­ვე­ნეთ მე­უღ­ლის სახ­ლი­დან. მას სა­კუ­თა­რი სახ­ლიც კი არ ჰქონ­და. არა­ფერ­ზე უზ­რუ­ნია სა­თა­ვი­სოდ. მის­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა იყო უკა­ნა პლან­ზე.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.06.2021
ბოლო რედაქტირება 09.04.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 25.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0