დეკანოზი თომა კალანდია
დაიბადა 1981 წლის 24 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1999 წელს დაამთავრა
ქ. წალენჯიხის N2 საშუალო სკოლა,
2007 წელს _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი.
2001-2007 წწ. მუშაობდა წალენჯიხის ენერგოკომპანიაში.
2004 წლიდან არის წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მრევლი.
2008 წლის ივლის-ოქტომბერში მსახურობს სოფ. ჯგალის წმ. გიორგის ტაძრის მედავითნედ.
2008 წლის 19 ოქტომბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 2011 წლის
29 მაისს აკურთხა მღვდლად. მსახურობს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში, ასევე 2016 წლიდან ყოველ
მეორე კვირას _ სოფ. სქურის ფერისცვალების სახელობის მონასტერში.
2021 წლის 27 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიტროპოლიტმა გერასიმემ
სოფ. მაზანდარის წმ. ნინოს ტაძარში აიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
ჰყავს მეუღლე და 8 შვილი.
ქ. წალენჯიხა, სამეგრელოს II შესახ. N1.