ეკატერინე ვაჩნაძე ( 10 ოქტომბერი 1920) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ნანიანი, ახლანდელი გუურჯანი მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1943 წელს.
1943 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასში; განასახიერა 50-მდე სხვადასხვა სახის როლი: კაროჟნა ("შემოდგომის აზნაურები", დ. კლდიაშვილის მიხედვით), სონა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ლარისა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ვარა (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში"), მაკრინე (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), ვარვარა კარპოვნა და კოკონა (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია" და "ამბავი სიყვარულისა"), სონა (გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი"), თამარი (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), ფეფელა (გ. სუნდუკიანის "პეპო") და სხვ. შესანიშნავად ასრულებდა უპირატესად სახასიათო როლებს. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, აქტიორული ინდივიდუალობით, პროფესიული ოსტატობით. გამოდიოდა ესტრადაზეც.