ლიზა ვაჩნაძე ( 3 სექტემბერი 1912-2004) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.
1928-1931 წწ. სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში.
1932-1937 წწ. იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, 1937-1942 წწ. რუსთაველის თეატრის, ხოლო 1949 წელს კვლავ მარჯანიშვილის თატრის მსახიობია. ე. ვაჩნაძეს თავისი სამსახიობო მოღვაწეობის მანძილზე შექმნილი აქვს საინტერესო სახეები: ლაჰილი, მკითხავი, დესპინე (შ. დადიანის "თეთნულდი", "გუშინდელნი", "ნინოშვილის გურია"), ბარონესა (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), მარო (ს. შანშიაშვილი "ფოლადაური"), ვარვარა (ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი"), ლოლა, მარო, ხატიჯე (კ. კალაძის "როგორ", "კაკალ გულში", "ხატიჯე"), გულთამზე, კაკალა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება"), მარო (გ. ბააზოვის "იცკა რიჟინაშვილი"), ხასინტა (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), დარეჯანი (ი. მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ივგა (ვ. მინკოს "გვარს არ დავასახელებ"), ფატი, ბაჯი (ვ. გაბესკირიას "ახალწლის ღამე", "უფსკრულთან"), გამზრდელი (ფ. შილერის "მარიამ სტიუარტი"), ელენე (ა. აღლაძის "შავთვალა გოგონა"), ქალბატონი კაპულეტი, მარგარიტა, ემილია (უ. შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "რიჩარდ III", "ოტელო"), ფენოველა (ა. კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "მზაღო და გელა", "მე ვიტყვი სიმართლეს", "გიორგი სააკაძე" და სხვა. საქართველოს სახალხო არტისტის, ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობის გიორგი (ჟორა) შავგულიძის მეუღლე.