სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
თეიმურაზ ბერიძე ბეჟანის ძე 1974-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ხულო თეიმურაზ ბერიძე ბეჟანის ძე 1974-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ხულო თეიმურაზ ბერიძე ბეჟანის ძე 1974-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ხულო

1974-2008 წწ. გარდ. 34 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ბერიძე სია

ხულო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

438       ბეჭდვა

თეიმურაზ ბერიძე ბეჟანის ძე 1974-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ხულო

თეიმურაზ ბერიძე ბეჟანის ძე კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.


შინდისში მტრის ალყაში მოქცეულს, სიცოცხლე სნაიპერმა მოუსწრაფა. სწორედ იქ, სადაც გმირმა ზოიძემ და მისმა ნათლიამ აიფეთქეს თავი, რომ ტყვეობაში არ ჩავარდნილიყვნენ. შინდისი შინდისფრად იმ დღეს გმირების სისხლით შეიღება. თემურ ბერიძე დაჭრილი ებრძოდა მტერს, სანამ სამიზნე არ დაადეს. 1974 წლის 17 მაისს დაიბადა ხულოს რაიონში, 2008 წლის 11 აგვისტოს კი შინდისში დაეცა.


 

ფუტკარაძე მანანა, მეუღლე:

„ბოლოს 11 აგვისტოს დაგვირეკა. მითხრა: სამშვიდობოზე ვარ გამოსულიო, თუმცა ისიც მითხრა, მამაჩემს და ბავშვებს მიხედეო... თურმე ალყაში იყო, შინდისში, ზოიძემ და მისმა ნათლიამ, რომ აიფეთქეს თავი იმ ტერიტორიაზე. საათნახევარი ყოფილან ალყაში... მერე მითხრეს, როცა ბოლოს დაგირეკა და გითხრა სამშვიდობოს ვარო, მძიმედ დაჭრილი ყოფილა და კვდებოდაო... რკინიგზასთან ახლოს დაღუპულა.


მეუღლეს საუბარი უჭირს, დღესაც ცრემლები ახრჩობს, როცა იხსენებს: „ერთმანეთი კახეთში გავიცანით, სოფელ ფიროსმანში. სტუმრად ვიყავი ჩემს ძმასთან ჩასული და გაცნობიდან 25 დღეში მომიტაცა. რომ გავიცანი თავიდანვე მომეწონა, შევქმენით ოჯახი. ძალიან ბედნიერები ვიყავით... წლისთავზე შეგვეძინა ვაჟი, მაგრამ წლინახევრის რომ იყო, ბავშვს წნევამ დაარტყა და მეტყველება წაართვა. იქიდან მოყოლებული მისი ფიქრი და სამომავლო გეგმები ბავშვის მკურნალობა იყო, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბავშვისთვის გვემკურნალა. გეგმები ბევრი ჰქონდა, მაგრამ აღარ დასცალდა უბედურს... ბიჭის მერე გოგო შეგვეძინა. ძალიან მოსიყვარულე მამა იყო, ჩემზე მეტად გამოხატავდა შვილებთან სიყვარულს და ხანდახან მგონია, რომ ჩემზე მეტად შვილები უყვარდა... ძალიან უყვარდა სიურპრიზების კეთება და ამით ყოველთვის გვანებივრებდა, მეც და ბავშვებსაც.


კონტრაქტზე შესვლა 2006 წელს გადაწყვიტრა. ეს გადაწყვეტილება კი თავად მიიღო. არც ვინმე ახლობელი გვყავდა, რომ ვინმეს შეეგულიანებინა და არც ნაცნობი, რომ ხელი შეეწყო. ერთ დღესაც ადგა, საბუთები შეაგროვა და განაცხადი შეიტანა. გაუმართლა და მიიღეს. მაშინვე სენაკში გადაანაწილეს. მეორე ქვეით ბრიგადაში იყო. წოდებით კაპრალი.


მისი სამომავლო გეგმებიც ჯარს უკავშირდებოდა. მართალია ბოლო პერიოდში ცოტა გადაღლილი იყო, მაგრამ სულ იმას ამბობდა, ამ კონტრაქტს, რომ დავამთავრებ კიდევ უნდა გავაგრძელოო, მაგრამ ისიც ვერ დაამთავრა და დაგვტოვა მარტო...

სანამ ომი დაიწყებოდა ქობულეთში ვისვენებდით. სენაკიდან ჩამოდიოდა ხოლმე, ჩვენთან ხშირად იყო. ბოლოსაც ქობულეთიდან 7 აგვისტოს გავაცილე. სახლიდან, რომ გადიოდა, ორჯერ შემოტრიალდა.

ბავშვები ჩაკოცნა და მეც გამომემშვიდობა. ორ დღეში დავბრუნდები, შვებულებას ავიღებ და კახეთში წავიდეთო, მაგრამ ომი დაიწყო და... იმის მერე თვალით აღარ მინახავს...



ბოლო პერიოდში ძალიან ჩაფიქრებული იყო, რომ ვეკითხებოდი რატომ ხარ ასე-მეთქი არაფერიაო, მპასუხობდა. არაფერს ამბობდა... მეც საერთოდ არაფერს მიგრძნობდა გული, ცუდზეც არ ვფიქრობდი, სანამ ომი დაიწყებოდა, მაგრამ ომი რომ დაიწყო, მერე ძალიან შემეშინდა და რაღაც საშიშროება ვიგრძენი.

ტელეფონით 8 აგვისტოს ველაპარაკე და 9 აგვისტოს ვერაფრით ვერ ვუკავშირდებოდით, დაკარგული იყო. ამ დროს ცხინვალში ყოფილა. 10-ში საღამოს დაგვირეკა, დაგვამშვიდა. უკანასკნელად კი 11-ში ველაპარაკე, „სამშვიდობოს ვარო“- თურმე მტრის ალყაში ყოფილა.


გიჟივით დავიწყე რეკვა იმ სატელეფონო საუბრის შემდეგ და ვეღარ ვუკავშირდებოდი, გული ძალიან ცუდს მიგრძნობდა. რამდენიმე დღე გაურკვევლობაში და მოლოდინში ვიყავი ან ახლა დარეკავს ან ახლა-მეთქი, მაგრამ უკვე ცოცხალი აღარ იყო... 16 აგვისტოს გავიგეთ, რომ დაიღუპა. პატრიარქი რომ შევიდა მიცვალებულების გამოსაყვანად, ჩემი მეუღლეც მაშინ გადმოასვენეს. მალევე ამოიცნეს და პირდაპირ კახეთში ჩამოასვენეს.


არ არსებობს ღამე, რომ სიზმარში არ ვნახო...

ცხოვრება გრძელდება და მე ჩემს შვილებს ვჭირდები, მათ უნდა მივხედო და ბიჭს ვუმკურნალო, რომ ჯანსაღი და სრულფასოვანი ვაჟკაცი გაიზარდოს. თემური გმირია. გმირი იქნება შვილებისთვის და პირველ რიგში ქვეყნისთვის. ის წავიდა, მაგრამ დატოვა სახელი, რომელსაც კიდევ დიდი ხანი არ დაივიწყებს ხალხი.

თემური რომ გარდაიცვალა, ჩვენი პატარა გოგონა 5 წლის იყო... ბედნიერი არა ვარ, მაგრამ ამაყი ვარ, რომ გმირის მეუღლე მქვია და გმირის შვილებს ვზრდი.“

ითანამშრომლა მანანა ფუტკარაძე მეუღლე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.08.2020
ბოლო რედაქტირება 11.11.2022
სულ რედაქტირებულია 8





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0