სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
დურმიშხან ბერიძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი დურმიშხან ბერიძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი დურმიშხან ბერიძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბერიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

დურმიშხან ბერიძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი

დურმიშხან ბერიძე

შეუხორცებელი იარა

ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო.. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ის იარა, ტკივილი, რომლის გახსენებაც სულით ხორცამდე შეგძრავს, ჯერ კიდევ შეუხორცებელია. ყველანი მოკვდავნი ვართ ამ ქვეყანაზე, მაგრამ უდროოდ წასული ადამიანი, განსაკუთრებით, ახალგაზრდა, უფრო ღრმა ჭრილობას ტოვებს ჩვენს გულებში. ·

„.. უკუღმა დატრიალდა ბედის ჩარხი,თითქოს საშინელი ზუზუნით შემოუარა ყველა კარს და ააფორიაქა, ოჯახური კერა ჩაუქრო ულმობელმა სიკვდილმა – ჯერ მამა გამოაცალა ხელიდან,შემდეგ დედა... დარჩა სრულიად მარტო – ობოლი.

დღეები დღეებს მიჰყვებოდა, იზრდებოდა ბიჭი, თითქოს ბუნებამ თავისი კალთა გადააფარაო – მეტად კეთილი, სათნო და ამავე დროს ვაჟკაცური ბუნების გახლდათ. უყვარდა სამშობლო, მოყვასი, მეგობრები, თავისი უდროოდ ჩამქრალი კერა, რომლის გაჩაღებისათვის ბევრი რამ გაუკეთებია თავისი უკვე ვაჟკაცური ხელებით.

ავადმოსაგონარი აფხაზეთის ომი... რამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა მან, ამას ამ ვაჟკაცების სამუდამო განსასვენებელი გვაუწყებს... ოცდაორი წლის დურმიშხან ბერიძე, ვკითხულობთ დაფაზე. შეხედვისთანავე იტყვით, ვაი, შენს დედასაო. მაგრამ, საუბედუროდ, მართლა ვაი, რომ მან არ იცოდა, რა იყო მშობლის სითბო და სიყვარული, დედის ალერსი, ვინ იცის,რამდენჯერ მონატრებია დედის მოხვევა, კოცნა და თბილი კალთა. რამდენჯერ მამაშვილური რჩევაც მონატრებია...

სამშობლოს ერთგული ჯარისკაცი ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე ეროვნული გვარდიის რიგებში ჩადგა. თანატოლებში ბევრჯერ უთქვამს, „გულით მინდა ყოველთვის სამშობლოს გვერდით ვიდგე, ვიდგე იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ჩემს ქვეყანას, ერსა და ბერს, რადგან სამშობლოში ჩემს დედ-მამას ვხედავო“...

აფხაზეთში ბრძოლის ჟინით შეპყრობილ ახალგაზრდას ბევრი თანამებრძოლი ტყვიის ცეცხლიდან გამოუქვანია. ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს თვითონ მკლავში დაჭრილმა დახმარება აღმოუჩინა მეგობარს, რომელსაც მტრის ნაღმი აუფეთქდა და მარცხენა ფეხი მოგლიჯა. დურმიშხანი ძლიერ ცდილობდა მის გადარჩენას, გული უკვდებოდა, რომ ვერას შველოდა. რამოდენიმე ნაბიჯზე თავად აღმოჩნდა მეორე ნაღმზე, რაც საბედისწერო გახდა მისთვის.

16 თებერვალს დურმიშხანი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს. ტელევიზიით მთელმა საქართველომ გაიგო მისი გასაჭირი. მეოთხე ჯგუფის სისხლს რომ ითხოვდნენ. დურმიშხანთან თანშეზრდილი მეგობრები მდუღარე ცრემლებით სახელოაწეულები შეცვივდნენ საავადმყოფოში, ქვითინით ევედრებოდნენ ექიმებს მის გადარჩენას.

17 თებერვალს დურმიშხანი გრძნობაზე მოვიდა, თითქოს გული უგრძნობდაო,დაჭრილ თანამებრძოლებს გადახედა, გამოელაპარაკა, დაამშვიდა, გაამხნევა და გამოჯანმრთელება უსურვა. ცოტა იხუმრა და იმღერა კიდეც. ეს სიმღერა კი მისი საბოლოო და საუკუნო გაელვება იყო, გაელეება იმ შმაგი „თეთრარწიველი ვაჟკაცისა“, რომელმაც ღირსეული ბრძოლით დაღვრილი სისხლი მშობელი

მიწის ფესვებს მალამოდ მიაპკურა.

თამარ სამნიაშვილი

გაზეთი „სამყარო“

 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0