მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ანზორ (მატო) შალვას ძე კვარაცხელია დაიბადა 1963 წლის 2 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ ბარნაუთში.
1970-1980 წლებში სწავლობდა დრანდის საშუალო სკოლაში. 1981-1983 წლებში სწავლობდა დრანდის საშუალო სკოლაში. 1981-1983 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1984 წლიდან მუშაობა დაიწყო სამშენებლო ფირმაში,თან დაუსწრებლად სწავლობდა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.
ანზორ კვარაცხელია აქტიურად იყო ჩართული საქართველოში მიმდინარე ეროვნულ მოძრაობაში. იგი იყო ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი აფხაზეთში.
1992 წლის 14 აგვისტოს , აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ანზორ კვარაცხელია აქტიურად მონაწილეობდა მე-6 სატანკო ბატალიონის ჩამოყალიბებაში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 ცალკეული სატანკო ბატალიონის პირველი ასეულის ტანკის დამტენად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
1992 წლის 17 დეკემბერს,ერთ-ერთი შეტაკების დროს მე-6 ბატალიონის პირველი ასეულის პოზიციაზე (მდინარე გუმისთის პირას) ანზორ კვარაცხელია სასიკვდილოდ დაიჭრა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ანზორ კვარაცხელია, სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისთვის“.