სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მიხეილ კვარაცხელია 1960-1993წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე, აფხაზეთი. მიხეილ კვარაცხელია 1960-1993წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე, აფხაზეთი. მიხეილ კვარაცხელია 1960-1993წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე, აფხაზეთი. მიხეილ კვარაცხელია 1960-1993წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე, აფხაზეთი.

1960-1993 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კვარაცხელია სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

მიხეილ კვარაცხელია 1960-1993წწ. გარდ. სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე, აფხაზეთი.

მიხეილ (ედემ) კვარაცხელია დაიბადა 1960 წლის 1 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. დაეუფლა ავტოშემკეთებლის ხელობას. მოგვიანებით ჩაირიცხა ვორონეჟის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.


1992 წლის 22 იანვარს აფხაზმა ექსტრემისტებმა მის 27 წლის დას წამებით ამოხადეს სული. მიხეილმა (ედემმა) სანადირო თოფი აიღო ხელში,რათა დაეცვა ოჯახი და მიწა-წყალი. თანასოფლელებთან ერთად შეუერთდა ქართველ შევარდენთა ლეგიონის მებრძოლებს. მათ კოჩარელების ევაკუაცია მოახერხეს. ყველაზე გვიან ედემი გავიდა სოფლიდან და ჩაირიცხა 24-ე ბრიგადის III ბატალიონში .


ის და მისი თანამებრძოლები არნახულ მამაცობასა და ვაჟკაცობას იჩენდნენ. მტერს ედემის თავი გარკვეულ თანხად ჰქონდა შეფასებული. იგი, დიდი რისკის ფასად, მაინც ახერხებდა შეპარულიყო მტრის მიერ დაკავებულ კოჩარაში და დის საფლავზე სანთლები აენთო. ერთხელ ძლივს გადაურჩა მტერს წამებისგან. მხოლოდ თავისი საზრიანობით მოახერხა თავის დაღწევა.


1993 წლის 2 ივლისს, ტამიშის დესანტის გადმოსხმის დღეს, ედემი თავის ბიჭებთან ერთად ტამიშის მაიმუნსაშენთან მდებარე პოზიციაზე იყო. მტერმა ორმხრივი ცეცხლი გახსნა. 5 ვაჟკაცი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა. ედემი იბრძოდა,

სანამ ტყვია-წამალი არ გაუთავდათ. თვითმხილველი მოგვითხრობს: დაქირავებულ ბოევიკებს აფხაზები ედგნენ გვერდით, რომელთაც ედემი იცნეს და სახელით ეძახდნენ, ჩაგვბარდიო. ედემმა სროლა შეწყვიტა. ორი ავტომატი მოიმარჯვა, სარდაფიდან ამოსვლა რომ დააპირა, მტერმა იფიქრა, ალბათ გვბარდებაო, მაგრამ ამოვარდა თუ არა, მთელი მჭიდი დაახალა იქ მყოფთ, საპასუხოდ

სახლს ყუმბარა სტყორცნეს, რამაც ჩვენს გმირ მებრძოლს თავის ქალა ახადა.

მისი უსულო ცხედარი დაცხრილეს ავტომატების ჯერით. მიხეილის ნახევრად გახრწნილი გვამის გადმოსვენება მხოლოდ მესამე დღეს შეძლეს თანამებრძოლებმა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.07.2021
ბოლო რედაქტირება 11.11.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 12.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0