კვარაცხელია საბა დაბ. წალენჯიხა 1956წ. ბერი სქურის მონასტერი სოფ. ჯგალი, წალენჯიხა
ბერი საბა (კვარაცხელია)
დაიბადა 1956 წლის 21 ოქტომბერს წალენჯიხის რაიონის სოფ. ჯგალში.
1973 წელს დაამთავრა ჯგალის საშუალო სკოლა, 1974 წელს _ თბილისის 49-ე პროფესიულ-ტექნიკური
სასწავლებელი.
1975 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სამრეწველო ფაკულტეტის
დაუსწრებელ განყოფილებაზე. ამავე წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში.
1977 წელს სწავლა გააგრძელა ზემოთ აღნიშნულ ინსტიტუტში.
1980-1988 წლებში გასამართლებული იყო და იმყოფებოდა შრომა-გასწორების კოლონიაში. იქიდან დაბრუნებულმა მოინანია წარსული და შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას.
1999 წლის აღდგომის დღეს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში მონათლა დეკანოზმა
ანდრია კემულარიამ, რომელიც შემდგომ გახდა მისი სულიერი მოძღვარი.
2008 წელს, მამაოს რჩევით, მორჩილად მივიდა სქურის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში.
2020 წლის დასასრულს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აღკვეცა ბერად. იგი ამ დღიდან საბა განწმენდილის სახელით ცხოვრობს და მსახურობს სქურის მონასტერში.