სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
რამაზ რაზმაძე 1959-93წწ გარდ. სოფ. ზეგანი სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. სალომინაო ვანი რამაზ რაზმაძე 1959-93წწ გარდ. სოფ. ზეგანი სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. სალომინაო ვანი რამაზ რაზმაძე 1959-93წწ გარდ. სოფ. ზეგანი სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. სალომინაო ვანი

1959-1993 წწ. გარდ. 34 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი რაზმაძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

42       ბეჭდვა

რამაზ რაზმაძე 1959-93წწ გარდ. სოფ. ზეგანი სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. სალომინაო ვანი

რამაზ რაზაძე რეზოს ძე დაიბადა სოფელი სალომინაო ვანი, 06 მარტს 1959 წელს გარდაიცვალა 10 ივნისი, 1993წელს, ზეგანი, სოხუმი აფხაზეთი


დაჯგუფება სამხედრო პოლიცია, უმცროსი ლეიტენატი

ფოტო აღებულია ვანის კომისარიატი

1966 წელს შევიდა სალომიანოს საშუალო სკოლაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა 1976 წელს. შემდეგ გაიწვიეს სავალდებულო სამხერო სამსახურში. მსახურობდა ყაზახეთში. იქიდან დაბრუნებულმა სწავლა განაგრძო ბათუმის საოფიცრო სკოლაში, სადაც მიიღო ლეიტენანტის წოდება. 90-იან წლებში სამხედრო საქმეს ასწავლიდა ქალაქ ვანის ილია ჭავჭავაძის სახელობის საშუალო სკოლაში.

1992-93 წლებში მსახურობდა ქალაქ ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტში კომენდანტის თანაშემწედ. როცა სამშობლოს დასჭირდა იბრძოდა ცხინვალში და სოხუმში აფხაზი და ოსი სეპატრატისტების წინააღმდეგ. დაიღუპა გმირულად 1993 წლის 10 ივნისს სოხუმის რაიონის სოფელ ზეგანში.

სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის მედლით. რამაზ რაზმაძეს ჰყავს მამა რევაზ რაზმაძე და დედა დარეჯან რაზმაძე თავართქილაძე. დარჩა მეუღლე ნათია კანიაშ რეუშენოვა და სამი შვილი ნინო, კოტე და ელენაორა.


სხვა წიგნიდან

რამაზ რაზმაძე დაიბადა 1955 წლის 6 მარტს. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ სწავლობდა ბათუმის საოფიცრო სასწავლებელში, სადაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. მუშაობდა ვანის საშუალო სკოლაში სამხედრო საქმის მასწავლებლად.1989 წელს შევიდა ქუთაისში ჩამოყალიბებულ გვარდიაში, შემდეგ გადავიდა სამხედრო პოლიციაში; იბრძოდა ცხინვალში, აფხაზეთში...

დასავლეთ საქართველოს სამხედრო პოლიციის სამმართველოს მიერ გამოგზავნილ ავბედით ცნობაში აღნიშნულია:

„ქუთაისის სამხედრო პოლიციის განყოფილების უმცროსი ლეიტენანტი,კოპიტნარის აეროპორტის კომენდანტის თანაშემწე რამაზ რევაზის ძე რაზმაძე გმირულად დაიღუპა 1993 წლის 12 ივლისს სოხუმის რაიონის სოფელ ზეგანში ბრძოლის დროს“.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.07.2021
ბოლო რედაქტირება 10.06.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0