გიორგი რაზმაძე სერგოს ძე დაიბადა 03 ივლისი 1974 წელი
მხედრიონელია დაიღუპა 1993 6 ივლისს ტამიშში შეტევაზე გადასვლის დროს დაიბადა 1974 3 ივლისს თბილისში დაჯილდოვებულია ვახტანგ გრგასლის მესამე ხარისხის ორდენით 1994 23 აგვისტოს N269 ბრძანებულებით დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე
მხედრიონელია დაიღუოა 1993 6 ივლისს ტამიშში შეტევაზე გადასვლის დროს დაიბადა 1974 3 ივლისს თბილისში დაჯილდოვებულია ვახტანგ გრგასლის მესამე ხარისხის ორდენით 1994 23 აგვისტოს N269 ბრძანებულებით დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე
აფხაზეთის ომს ჩემი უმცროსი ძმა - გიორგი შეეწირა, რომელიც ჩემთვის სიცოცხლის აზრი იყო! სხვა ბიჭებთან ერთად, ისიც ომში გაიპარა და ვეღარ დაბრუნდა. გიორგი მხოლოდ 18 წლის გახლდათ. რომ გაიპარა, მე სოხუმში ვიყავი. დამირეკეს, დაიკარგაო. სასწრაფოდ გამოვყევი ვერტმფრენს. ვიცოდი, რომ რაჭაში წავიდა ბიჭებთან ერთად. მოძიება რომ დავიწყე, ვიღაცამ მითხრა, - ბიჭები მგონი, აფხაზეთში წავიდნენო. 3 ივლისს წავიდა და 6-ში უკვე დაიღუპა. გიორგის გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა: მაღალი, მწვანეთვალება, უცხო გარეგნობის ბიჭი იყო. მისი მეგობრები ჰყვებოდნენ, სანამ დაიღუპებოდა, ჯვარი გაუტყდა და დაკარგა, დიდხანს ეძებდა და ვეღარ იპოვაო. საშკა იოსელიანთან ვმეგობრობდი, მან მომიტანა ბოლო კადრები, რომელიც ომში გაპარული ბიჭებისთვის ვერტმფრენში გადაუღია. ალბათ ხვდებით, რას განვიცდიდი, მათ შორის ჩემი ძმა რომ აღმოვაჩინე!
ინფორმაცია მოგვაწოდა ლალი ცერაძემ