2014წ. მდგომარეობით იღუმენი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ გვ. 4
ხელდასხმა
21 მარტს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა ამავე ლავრის საძმოს წევრი, ბერი თეოდორე (არღვლიანი).
საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ გვ. 9
ხელდასხმა
28 ივლისს მესტიის რაიონის სოფელ კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრს, ბერ-დიაკვან თეოდორეს (არღვლიანი). მღვდელ-მონაზონი თეოდორე მცხეთაში, გეთსამანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
არღვლიანი თეოდორე (მღვდელი). დაბ. 1956წ. მესტია საპატრიარქოს უწყებანი. - 2010. - 2-15 სექტემბერი. ფოტო