ბურდული დიმიტრი მღვდელი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 21
 საპატრიარქოს უწყებანი N10 4-11 აპრილი 2007წ  გვ. 15
25 მარტს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ახალქალაქის სამღვდელმთავრო რეზიდენციის ბერი თეოდორე (ნიკალსონი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო თბილისის თამარ მეფის სახელობის ტაძრის დიაკონს დიმიტრი ბურდულს მღვდლად დაასხა ხელი.
 საპატრიარქოს უწყებანი N4 27იანვარი-2თებერვალი 2011წ გვ.7
დაჯილდოება 
23 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: დეკანოზის წოდებით და გამშვენებული ჯვრით: ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი გაბუნია; დეკანოზის წოდებით: მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოსებ ზაქარაიძე; მაღლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესის წინამძღვარი, მღვდელი დავით ჯანელიძე;  პატრიკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ხოჯავა; ქუთაისის (პანთეონი) წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რევაზ კოხრეიძე; წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ხარაბაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ლუკა წითური; თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი დიმიტრი ბურდული.