სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11923

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბურდული მახარობელი მღვდელი



დოკუმენტი დაცულია საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ საისტორიო არქივში. „1819 წელს ნოემბრის 8 დღესა ფშავის ერთ მღუდელნი: მახარობელი ბურდული და მახარობელი წოწკორაული, კანცელარიასა შინა მათის მაღალყოვლადუსამღვდლოესობის საქართველოს ექსარხოსის და კავალერისასა კითხულ იქმნენ და აჩუენეს. ფშაველნი არიან ერთისა ნათესავნი. სამფლობელო მათი განიყოფების ფშავის მდინარით, რომელიცა გამომდინარებს სოფლის უკანა ფშავთაგან და ერთვის არაგვსა სოფელს ჟინვანთან, ერთის საათის სავალზედ, ანანურითგან ტფილისისაკენ.ჰსცხოვრობენ ზამთრით მთაში, ზაფხულით სხვა და სხვათა ადგილთა შინა თელავის უეზდისათა, ხოლო უმეტეს ერწოს ხეობასა შინა რიცხვით არიან მაგალითებრ სამას კომლამდინ. ძველთაგან უპყრიესთ ქრისტიანებრი სარწმუნოება, ბერძენთ ქართულისა აღსარებისა და ყოველთავე იციან ქართული, ყოველნივე არიან თავისუფალნი. არა არს აზნაურობა მათ შორის. განეგებიან უფროს უფროსთა კაცთა მიერ, შუათგან მათთა აღრჩეულთა თანხმობითა მოურავისათა. მათ აქვსთ მთაში თერთმეტნი სოფელნი, რომელნიცა არიან: უკანა ფშავი, წითელაური, ოხადა, გაბიდაური, მატურა, მუქო, წირჩო, გოგოლაური, ცაბაური, შუაფხო და ჩარგალი. საზრდო აქვსთ ხვნა და თესვისაგან და პირუტყვთაგან, სახნავნი მიწანი აქვსთ მცირედ და ხვნენ უმეტეს ერწოს ხეობაში, პირუტყვ ჰყავსთ ფრიად საშუალად. არა აქუსთ ვენახნი. ოტკასა ხდიან ქერისასა და ხარშვენ ლუდსა. მთაში აქუსთ ოთხნი ეკლესიანი და ოთხნი მლუდელნი ჰყვანან. ეკლესია სოფელსა შინა ახადსა სახელსა ზედა ყოვლად წმიდის ღვთისმშობლის მიძინებისა, ქვისა ძუელი; სხვებრ მას შინ წირვა-ლოცვა არს დროებითად; არა არს მღუდელი მას შინა. სოფელსა შინა მუქოს სახელსა ზედა ღვთისმშობლის მიძინებისასა ქვისა ძუელი; მაგრამ წირვა-ლოცვა აღსრულებულ იქმნების, მას შინა არს მღუდელი მახარებელი წოწკორაული წლისა ოცდაათისა, ფშაველთ ნათესავი. მლღუდლად ხელდასხმულ არს ყოვლად სამღვდელოს ნიკოლოს ხარჭაშნელ ეპისკოპოსისგან წინარე ათისა წლისა, კუთხევისა ღრამოტა არა აქვს, არ იცის წერა. მას ჰყავს შვილები: ივანე, ხუთისა წლისა და ბეჟან, სამისა წლისა (გარდ. 1858 წლის 14 ოქტომბერს

გ: მ.).

მეოთხე მღუდელი ჰსცხოვრობს სოფელსა შინა წირჩოს, რომესაცა შინა არა არს ეკლესია; მას ჰქვიან მახარებელი ბურდული, არის წლისა ორმოცისა; ხელდასხმულ არს ხარჭაშნელ ეპისკოპოსის ნიკოლაოზისაგან, წინარე თუთხმეტისა წლისა. შვილები არა ჰყავს. მღუდელთა მათ არა ჰყავსთ მრევლნი განყოფილნი, საზრდო აქვსთ მიწითგან და ფრიად მცირედ სარგებლობენ მრევლთაგან. ფშაველთა გულსმოდგინება აქუსთ მცირედ; იშვიათად მათგანნი იტყვიან აღსარებასა და ეზიარებიან; მარხვას ინახვენ წმიდათა ორმეოცთა დღეთა, მარიამობასა და შობისას ორსა კვირასა. გარდა ჰსჯულიერთა (ცოლთა, რომელთამე ჰყავსთ არასჯულიერნიცა. გაყრანი ცოლ-ქმრობისაგან იქმნებიან არაიშვიათად. და გაყრილთა მღუდელნი დააგვირგვინებენ სხვათა თანა.

ბურდული - გვარის 18 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ბურდული ელისე მღვდელი
ბურდული ელისე - მღვდელი. 1959-2011წწ. სრულად ნახვა
ბურდული მახარობელი - მღვდელი. სრულად ნახვა
ბურდული ბაქარი - დეკანოზი. 2011წლის 21 სექტემბერს დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. 2018 წლის 21 სექტემბერს, დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით; სრულად ნახვა
ბურდული ბესარიონი - მღვდელი. სრულად ნახვა
ბურდული სვიმონი - დიაკონი. სრულად ნახვა
ბურდული მამუკა - მედავითნე. სრულად ნახვა
ბურდული ეგნატე - მედავითნე. სრულად ნახვა
ბურდული ათანასე - მედავითნე. სრულად ნახვა
ბურდული ვანო - მედავითნე. სრულად ნახვა
ბურდული ანდრია - მედავითნე. სრულად ნახვა
ბურდული მიქაელ (ვაჟა) - მღვდელი. სრულად ნახვა
ბურდული ივანე - მღვდელი. სრულად ნახვა
ბურდული ავთანდილი - დიაჩოქი. სრულად ნახვა
ბურდული იოანე (ივანე) ათანასეს ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
ბურდული დავითი - დეკანოზი. 2004წ. 08 დეკემბერი დიაკვნად ხელდასხმა. 2004წლის 7 ივლისს მღვდლად ხელდასხმა. სრულად ნახვა
ბურდული ავთანდილი - დეკანოზი. 2007 წლის 13 ივლისს დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით სრულად ნახვა
ბურდული ელენე - მონაზონი. 2007 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა,  სოფ. იკოთის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი. დაკრძ. იქვე  სრულად ნახვა
ბურდული დიმიტრი - დეკანოზი. 2007 წლის 25 მარტს მღვდლად ხელდასხმა. 2011 წლის 23 იანვარს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური სრულად ნახვა

ბურდული ათანასე მღვდელი 1804წ. მთიულეთი გვ. 106

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.