სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11923

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა


გძელიშვილი გრიგოლ, მღვდელი, 1863-1919წწ , 1891წ. ხურვალეთი (გორი) ქალწულმოწამე მარინეს ეკლესია, 1899-1903წ. სამთავრო (მცხეთა) წმიდა ნინოს ეკლესია, დედათა მონასტერი

გძელიშვილი გრიგოლ, მღვდელი, 1863-1919წწ  საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2019. 14-20 მარტი. N 10 (920). გვ. 17-20. ფოტო,

გძელიშვილი გრიგოლ – (1865 – 24.02.1919, ქ. თბილისი), მღვდელი.

მღვდელი გრიგოლ გძელიშვილი ოჯახთან ერთად

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1887 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1888 წ. 13 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 20 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ერევნის გუბერნიაში, ეჩმიაძინის მხარეში შაგრიარის ტაძარში განაწესა. იმავე წლის 1 მაისს ხურვალეთის წმ. მარინეს ტაძარში განაწესა. 1899 წ. 1 იანვარს სამთავროს წმ. ნინოს დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად დაინიშნა. მასვე დაევალა მონასტერთან არსებულ ოთხწლიან დედათა სასწავლებელში საღვთო სჯულის სწავლება. კვირაში 16 გაკვეთილს ატარებდა. 1903 წ. 27 მარტს იმავე სასწავლებლის გამგედ და აღმზრდელობით დარგში უფროსად დაინიშნა.

1903 წ. 27 ოქტომბერს საქართველოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს დუშეთის მაზრის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1906 წ. 16 აგვისტოდან იმავე სასწავლებლის საქმის მწარმოებელია. 1908-1909 წწ. თბილისის სასულიერო სემინარიის წმ. ანდრია მოციქულის კარის ეკლესიაში განაწესეს.


ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის მღვდელი გძელიშვილი გრიგოლი დაჯილდოებული იყო: საგვერდულით (1893); კამილავკით (1903 წ. 6 მაისი); სამკერდე ოქროს ჯვრით (1907 წ. 15 მაისი); წმ. ანას III ხარისხის ორდენით (1914). გძელიშვილი დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი

1891წ. ხურვალეთი (გორი) ქალწულმოწამე მარინეს ეკლესია

1899-1903წ. სამთავრო (მცხეთა) წმიდა ნინოს ეკლესია, დედათა მონასტერი

გრძელიშვილი - გვარის 15 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გრძელიშვილი მარკოზ გრიგოლის ძე მღვდელი
გრძელიშვილი მარკოზ გრიგოლის ძე - მღვდელი. გარდ. († 09.10.1886) სრულად ნახვა
გრძელიშვილი ლაზარე არქიმანდრიტი
გრძელიშვილი ლაზარე - არქიმანდრიტი. 2005წლის 19 აპრილს სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ბერდიაკვან ლაზარე გრძელიშვილს, რომელიც ხირსის წმიდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დადგინდა. 2008 წლის 01 ივნისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. სრულად ნახვა
გრძელიშვილი სვიმონ - მღვდელი. სრულად ნახვა
გრძელიშვილი სფირიდონი - მთავარდიაკონი. სრულად ნახვა
გრძელიშვილი მახარობელი - მღვდელი. სრულად ნახვა
გრძელიშვილი გრიგოლ მახარობლის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გრძელიშვილი სფირიდონი (სპირიდონი) - მედავითნე. სრულად ნახვა
გრძელიშვილი ზაქარია სვიმონის ძე - კეთილმოწესე. სრულად ნახვა
გრძელიშვილი ესტატე ანდრიას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გრძელიშვილი სვიმონ იოსების ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
გრძელიშვილი ილარიონი - მღვდელი. სრულად ნახვა
გრძელიშვილი სიმონი მღვდელი, ურბნისის ხელნაწერი 1802წ. ქართველ სულთა მატიანე 2022წ. გვ. 45
გრძელიშვილი სპირიდონი დიაკვანი, ძვ. ხელნაწერიდან 18 საუკუნე

გძელიშვილი გრიგოლ, მღვდელი, 1863-1919წწ , 1891წ. ხურვალეთი (გორი) ქალწულმოწამე მარინეს ეკლესია, 1899-1903წ. სამთავრო (მცხეთა) წმიდა ნინოს ეკლესია, დედათა მონასტერი

სრულად ნახვა
გძელიშვილი ვლადიმერ, მღვდელი, 1869-1911წწ საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2019. 14-20 მარტი. N 10 (920). გვ. 17-20. ფოტო, 1892წ. ჩარგალის (დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია


სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.