სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ელიოზიშვილი სოლომონ ანდრიას ძე დეკანოზი

1829-1907წწ. დაკრძ. ვერა (თბილისი) წმიდა ნიკოლოზის ეკლესია;

ელიოზიშვილი სოლომონ ანდრიას ძე 1829-1907წწ დეკანოზი მოღვ. თბილისი

 სოლომონ ელიოზიშვილი დაიბადა 1829 წელს მღვდლის ოჯახში. ეკუთნოდა აზნაურთა წოდებას. დაამთავრა სარატოვის სასულიერო სემინარია.

1856 წელს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის ყოვლდაწმიდა სამების სახელობის ტაძარში დანიშნა.

1858 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელში მეორე კლასების მასწავლებლად დაინიშნა და ამასთანავე დაევალა სიონის საკათედრო ტაძარში კატეხიზატორული საუბრების წარმოთქმა.

1859 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის თანაშემწედ აირჩიეს. იმავე წლის აგვისტოში სასწავლებლიდა გათავისუფლდა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად დაინიშნა.

1862 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1864 წელს სკუფია უბოძეს.

1867 წელს კომისიის წევრად აირჩიეს, რომელსაც ქაშვეთის გალავნის "გამშვენება" ევალებოდა.

1868 წელს თბილისის სახალხო სასამართლოს პირველ განყოფილებაში აღსარებების ჩაბარება დაევალა, რასაც უსასყიდლოდ ასრულებდა.

1869 წელს კამილავკა ეწყალობა.

1872 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის გამგეობის წევრად აირჩიეს და ამ მოვალეობას 1885 წლამდე ასრულებდა.

1879 წლიდან მამა სოლომონი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

1881 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

1882 წელს თბილისის ეპარქიალურ ქალთა სასწავლებელში საპატიო წევრად აირჩიეს.

1884-1899 წლებში ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ.

1885 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვდა.

1892 წელს სიონის სათადერო ტაძარში დეკანოზის ხარისხში აიყვანეს.

1897 წლის 27 მარტის "ცნობის ფურცელში" გამოქვეყნდა ცნობა, რომ ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობაში საკვირაო სკოლა გაიხსნა, რომლის გამგედ დეკანოზი სოლომონი დაინიშნა.

1899 წელს, თავისი თხოვნით, გადადგა წინამძღვრობიდან და პენსიაზე გავიდა.

 მამა სოლომონს ჰყავდა მეუღლე ნინო დიმიტრის ასული და შვილები: ევსევი და მარიამი.

დეკანოზი სოლომონის გარდაიცვალა 1907 წლის 30 დეკემბერს.

გიორგი მაჩურიშვილი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1885 - წმინდა სინოდის მადლობის სიგელი

1881 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია: XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა : გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე. - თბილისი, "ალილო", 2012


კალისტრატე ცინცაძე წიგნში „ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში” ვერის ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმსახურებზე წერს: „…დეკანოზი სოლომონ ელიოზოვი, აზნაური. 1884-1889 წლებში მსახურობდა. აქვეა დაკრძალული“.


ელიოზიშვილი - გვარის 8 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ელიოზიშვილი მერაბ აბელის ძე დიაკვანი
ელიოზიშვილი მერაბ აბელის ძე - დიაკვანი. (1934-2012) დაბ. ცხინვალი  სრულად ნახვა
ელიოზიშვილი რომან - პროტოდიაკონი. სრულად ნახვა
ელიოზიშვილი ანდრია - მედავითნე.

გვარი მითითებულია ელიოზიძე

სრულად ნახვა
ელიოზიშვილი ელიოზ ანდრიას ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
ელიოზიშვილი ანდრია იოსების ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ელიოზიშვილი ოთარ - მორჩილი. 1815-1851 წლის 18 ივლისს დავით გარეჯის მონასტერში მოკლეს ლეკებმა ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ელიოზიშვილი სოლომონ ანდრიას ძე - დეკანოზი. 1829-1907წწ. დაკრძ. ვერა (თბილისი) წმიდა ნიკოლოზის ეკლესია; სრულად ნახვა
ელიოზიშვილი ისიხი  მღვდელმონაზონი 
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.