დეკანოზი მიქაელი (კირვალიძე) . დაბადების თარიღი და ადგილი: 1966 წლის , 1 ივლისი. სხვიტორი.
დიაკვნად ხელდასხმა 1993 წლის 27 მაისი.
მღვდლად კურთხევა 1994 წლის 12 ივნისი.
დეკანოზის ხარისხი 2000 წლის 4 აპრილი.
გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა 2013 წლის 24 მარტს.
2023 წლის 13 დეკემბერს დაჯილდოვდა მიტრით.
2024 წლის 20 ივნისს მიენიჭა ორი ჯვრის ტარების უფლება.
ამჟამად გახლავთ სხვიტორის მაცხოვარის ამაღლების და ჩიხის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრების წინამძღვარი.

კირვალიძე მიქაელ დეკანოზი, ჭიათურის და საჩხერის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.69
2024 წლის 20 ივნისს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები:
არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
დეკანოზი მიქაელ კირვალიძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
დეკანოზი თადეოზ სარალიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.

დაჯილდოება
24 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია I-მ დააჯილდოვა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ბიძინა (ქობალია); გამშვენებული ჯვრით -- სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ კირვალიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის მლვდელმსახური, მღვდელი თადეოზ სარალიძე.