|
სოლოღაშვილი ივანე - მღვდელი.
1519წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ბარათაშვილი ფილიპე - იღუმენი.
მონასტრის წინამძღოლი
1574წ.
იღუმენი
სრულად ნახვა
ბარათაშვილი ფილიპე იღუმენი, ქვათახევის მონასტრის წინამძღოლი 1574წ. ქართველ სულთა მატიანე 2022წ. გვ. 25
|
|
ხელაშვილი იონა (იოანე) - მღვდელმონაზონი.
დაბ. სოფ. ვაქირი, სიღნაღი 1778-1837წწ ერეკლე II-ის შთამომავლების კარის მღვდელი პეტერბურგში
1800წ.
იპოდიაკონი
სრულად ნახვა
|
|
ფიცხელაური დოსითეოსი (დიმიტრი) არჯევანის ძე - მთავარეპისკოპოსი.
1795 წელს ერეკლე მეფის თანხმობით და კათოლიკოს ანტონ II-ის კურთხევით ხოფის (ახალგორი) მონასტრის არქიმანდრიტი; 1810 წლისათვის დოსითეოსი 36 წლის ასაკში განაგებდა ექვს ეპარქიას – იკორთის, ქვაბთახევის, შიომღვიმის, თერის, წილკნის და ურბნისის. 1774-1830წწ ბიოგრაფია;
1801წ.
მთავარეპისკოპოსი
სრულად ნახვა
|
|
თარხნიშვილი ათანასე ლუარსაბის ძე - არქიმანდრიტი.
1734-1801წწ
1801წ.
ღვთივგანისვენა
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
ერისთავი სოფრონ (სარიდან) ბეჟანის ძე - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ. ქისტაური (ახმეტა) 1783-1853წწ ბიოგრაფია
1811წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
ერისთავი სოფრომი არქიმანდრიტი
|
|
პეტრიაშვილი ათანასე (დეკანოზი ალექსი) - არქიმანდრიტი.
1774-1832წწ არქიმანდრიტი დაკრძ. დონის მონასტერი (რუსეთი) ბიოგრაფია
1815წ.
მდე
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
ალექსი-მესხიშვილი ტარასი სოლომონის ძე - არქიმანდრიტი.
1854წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
ალექსი-მესხიშვილი ტარასი სოლომონის ძე 1793-1874წწ არქიმანდრიტი ალექსი-მესხიშვილი ტარასი სოლომონის ძე 1793-1874წწ არქიმანდრიტი, ქვათახევის მონასტერი, დაკრძ. იქვე 1854წ. ქვათახევი (კასპი) მონასტერი 1821 წლის მაისში მამა ათანასე (პეტრიაშვილი) რუსეთში გაემგზავრა. მის შემდეგ ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: არქიმანდრიტი ირინეოსი (კლუჩარევი) 1821-1824 არქიმანდრიტი ევგენი 1824-1832 არქიმანდრიტი სერგი (ორლოვი) 1832-1840 არქიმანდრიტი ფლაბიანე (ოსტროუმოვი) 1840 1851 არქიმანდრიტი ისრაელი (ლუკინი) 1851-1858 არქიმანდრიტი ფოტი (შირევსკი) 1858-1860 არქიმანდრიტი ვიქტორინი (ლუბიმოვი) 1860-1868 არქიმანდრიტი იოსები (ჩეპიგოვსკი) 1869-1875 არქიმანდრიტი კესარიოსი (ჩეკურიშვილი) 1876-1902 ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) 1902-1903 ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი) 1903-1906 ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) 1907-1909 არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძნიშვილი) 1909-1910 ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) 1910-1917 არქიმანდრიტი დიმიტრი (ყარყარაშვილი) 1922-1928 მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) 1928-1934 დარიის მონასტერი სამშობლოს მძიმე ხვედრით შეწუხებულ ქართველ დიდებულთა ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი იყო. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე მღვდელ-მონაზონი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი), მღვდელ-მონაზონი პორფირი (ოქროპირ ბატონიშვილის მოძღვარი, იგი 1830 წელს, შეთქმულების გამომჟღავნებამდე გარდაიცვალა ქოლერით), მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე).

|
|
სამადალაშვილი იასონ პეტრეს ძე - მღვდელი.
1854-1910წწ
1874წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
სამადალაშვილი იასონ პეტრეს ძე მღვდელი 25.07.1906-5.08.1910 მღვდელი იასონ სამადალაშვილი; (გ. 5.08.1910) სამადალაშვილი იასონ პეტრეს ძე 1854-1910წწ წინამძღვარი მღვდელი სოფელი გულგულას წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) 1898წ. დიაკონი დირბი (ქარელი) წმიდა თეოდორე ტირონის ეკლესია, 1897წ. მედავითნე, ვარიანი (ქარელი) ღვთიმშობლის ტაძრათ მიყვანების ეკლესია 1876წ. მედავითნე ქვენატკოცა (ქარელი) მაცხოვრის ეკლესია 1906-1910წ. მღვდელი გულგულა (თელავი) კვირაცხოველის ეკლესია, თელავის მაზრა
1854 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი.
1874 წლის 19 ივნისს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1875 წლის 20 მარტს გათავისუფლდა მორჩილის შტატიდან. 1876 წლის 19 მაისს ქვენატკოცის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1878 წლის 19 აგვისტოდან - 1881 წლამდე ისევ ქვათახევის მონასტრის მორჩილია. 1893 წლის იანვარში დიაკვნად აკურთხეს და ორტევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში დაინიშნა. ამავე წლის თებერვალში ჯავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1896 წლის 11 მაისს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა. ამავე წლის 12 ნოემბერს ვარიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში დაინიშნა. გვ170. XX საუკუნის დასაწყისში მღვდლად დაასხეს ხელი და გულგულას წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი იასონი 1910 წლის 5 აგვისტოს გარდაიცვალა და მის მეუღლეს დარეჯანს ხაზინიდან დაენიშნა 150 მანეთი პენსია.
|
|
ციქუბაძე დიმიტრი სოლომონის ძე - მღვდელი.
დაბ. სოფ. კაკაბეთი (საგარეჯო) 1860-1936წწ ბიოგრაფია;
1880წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
ციქუბაძე დიმიტრი სოლომონის ძე, წინამძღვარი მღვდელი 1860-1936წწ. სოფელ ვეჯინის წმინდა იოანე ღვთისმეტყევლის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა). სხვა წყარო 1860-1936წწ ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2022.10 - 23 მარტი. N 5 (978). გვ. 22-24.
გვ176
1860 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. 1880 წლის 8 ივნისს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მორჩილად მიიღეს, სადაც რამოდენიმე წელიწადში საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1921 წელს ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1922 წელს კაკაბეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1926 წლის ბოდბის ეპარქიის აღწერის დროს მამა დიმიტრი ისევ კაკაბეთის ეკლესიაში მსახურობს.მღვდელი დიმიტრი 1936 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა.
|
|
ჯობინაშვილი ნიკონი - მღვდელმონაზონი.
1884წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
სიმონიშვილი ნიკოლოზი - არქიმანდრიტი.
1838-1896წწ ქართლელი აზნაური ბიოგრაფია
1884წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
ბექაური მირიან (დავით) - მღვდელმონაზონი.
დაბ. 1869-1919წწ ბიოგრაფია;
1888წ.
მღვდელმონაზონი
მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
ზურაბაშვილი ათანასე (ალექსი მიხეილის ძე) - მღვდელმონაზონი.
1856-1916წწ
1892წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
ზურაბაშვილი ათანასე - ერისკაცობაში ალექსი მიხეილის ძე, 1856-1916წწ. მღვდელმონაზონი,ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერი
მღვდელმონაზონი ათანასე - ერისკაცობაში ალექსი მიხეილის ძე ზურაბაშვილი
1856 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში შეისწავლა. 1880 წლის 11 ივნისს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1885 წლის 15 დეკემბერს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ათანასე უწოდეს. 1886 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 1 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზედაზენის წმინდა იოანეს სახელობის მონასტერში განამწესეს. 1889 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის წმინდა საბა განწმედელის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1892 წლის 17 ნოემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1899 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა ხაზინადრის თან გვ204 ამდებობიდან. 1899 წლის 6 სექტემბერს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს. 1900 წლის 10 იანვარს გარეჯის წმინდაიოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1905 წლის 15 ივნისს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში განამწესეს და ბოდბის დედათა მონასტერში პერიოდულად წირვალოცვის შესრულება დაევალა. 1914 წლის 16 დეკემბერს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან. მამა ათანასე დროებით თბილისში, თავის ნათესავებთან დასახლდა. 1916 წლის 11 მარტს იგი ხოლერით გარდაიცვალა. დაასაფლავეს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.
|
|
ზურაბიშვილი ათანასე (ალექსანდრე) მიხეილის ძე - მღვდელმონაზონი.
1856-1916წწ დაკრძ. ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.
1892-1899წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
ზურაბიშვილი ათანასე მღვდელმონაზონი საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა პალადიმ (რაევი) იხილა რა მშვენიერება მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა, მოისურვა მისი სამრევლოდ გადაქცევა, ხოლო საფარის ტაძრისა — მონასტრად. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში განამწესეს ქართველი, ზედაზნის მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ზურაბაშვილი) სამი მორჩილით.
მღვდელ-მონაზონი ათანასე — ერისკაცობაში ალექსანდრე მიხეილის ძე ზურაბაშვილი 1856 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტყოფის მონასტერში ისწავლა. 1880 წლის 11 ივნისს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1885 წლის 15 დეკემბერს ეგზარქოსების კარის ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ათანასე უწოდეს. 1886 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 1 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზედაზენის მონასტერში განამწესეს. 1889 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში გადაიყვანეს. 1892 წლის 17 ნოემბერს ქვათახევის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1899 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა ხაზინადრის თანამდებობიდან. 1899 წლის 6 სექტემბერს ალავერდის მონასტერში განამწესეს. 1900 წლის 10 იანვარს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა. 1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1905 წლის 15 ივნისს ხირსის მონასტერში განამწესეს და პერიოდულად ბოდბის დედათა მონასტერში წირვა-ლოცვის შესრულება დაევალა. 1914 წლის 16 დეკემბერს ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან. მამა ათანასე დროებით თბილისში დასახლდა. 1916 წლის 11 მარტს იგი ქოლერით გარდაიცვალა. დაასაფლავეს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.
|
|
საძაგლიშვილი კირიონ III (გიორგი) იერონიმე (დეკანოზი) ძე - კათალიკოს პატრიარქი.
დაბ. ქვ.ნიქოზი გორი ქართლი 1855-1918წწ ბიოგრაფია
1896წ.
ბერი
სრულად ნახვა
|
|
ბარძიმაშვილი გრიგოლი (გიორგი) მიხეილის ძე - მღვდელმონაზონი.
დაბ. სართიჭალა (გარდაბანი) 1865-1913წწ ბიოგრაფია;
1897წ.
ბერი
სრულად ნახვა
ბარძიმაშვილი გრიგოლი მღვდელმონაზონი 1914 წლის 5 თებერვალს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრისა და აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესის, არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) მიერ შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ნესტორის (ყუბანეიშვილი) მიმართ გაგზავნილ წერილში: „პირველ ყოვლისა თქვენთან მაქვს მეტად სათხოვნელი საქმე. სინოდალურმა კანტორამ დაადგინა ჩემი კაზნაჩეის (ხაზინადარის) მღვდელმონაზონ მიხეილის (მანდარია) გადმოყვანა თქვენს მონასტერში და მამა იოსების იოანე ნათლისმცემელში განწესება. არ გეწყინოს ძალიან კარგი ბერია და თქვენაც მადლობელი იქმნებით. ეს გრიგოლი არ გეგონოსთ (საუბარია მღვდელმონაზონ გრიგოლ ბარძიმაშვილზე). ჩემი თხოვნა იმაში არის, რომ რაც შეიძლება მალე გამომიგზავნოთ მამა იოსები. ეს უკანასკნელი ჩემთვის უფრო საჩქარო არის ვინემ მიხეილი. უნდა გადავაბარო ხაშმის ბაღები და ყოველივე. ასე რომ უკაზის მოსვლას ნუ უყურებ, კანტორაში მიწერილობა გაგზავნილი არის და ისინი ხომ იცი დაგვიანებით მოიწერებიან და ჩემი მონასტრის საქმეს კი წახდება. მამა იოსები გაამხნევეთ, ნურაფრის ნუ ეშინიან, მის საქმეს კარგად წავიყვან თუ ის ერთგული იქმნა. იმედია ამ ჩემს თხოვნას ამისრულებთ. საქმე იმაშია, რომ ის გაორგულდება რა შეიტყობს გადაყვანილია, ასე რომ კვირას ან ორშაბათს აქ იყვეს უსათუოდ.
|
|
გელაშვილი იროდიონი (იოსებ) ბასილის ძე - მღვდელმონაზონი.
დაბ. 1874წ.
1898-1899წ.
ბერი
სრულად ნახვა
გელაშვილი იროდიონი ერისკაცობაში იოსებ ბასილის ძე, დაიბადა 1874 წელს, მღვდელმონაზონი, შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი
მღვდელმონაზონი იროდიონი - ერისკაცობაში იოსებ ბასილის ძე გელაშვილი 1874 წელს, გლესის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მონასტერში ისწავლა.
1896 წლის 17 აპრილს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1898 წლის 1 სექტემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1899 წლის 18 იანვარს ამავე მონასტერში არქიმანდრიტმა დოსითეოსმა (ბერძნიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად იროდიონი უწოდა. 1899 წლის 9 აპრილს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში დაადგინეს. 1901 წლის 11 თებერვალს დიაკვნად, ხოლო 18 თებერვალს - მღვდლად დაასხეს ხელი და დასავლეთ საქართველოში, ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში განამწესეს. ამავე წლის 25 ნოემბერს შუამთის მონასტერში, ბერდიაკვნის შტატში გადაიყვანეს. 1903 წლის 23 აპრილს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში დაადგინეს. 1904 წლის 6 ივლისს საგვედრულით დაჯილდოედა. 1904 წლის 14 ოქტომბერს გარეჯში გადაიყვანეს. 1907 წლის 18 მარტიდან ისევ შუამთის მონასტერშია. 1910 წლის 7 ოქტომბერს კვლავ ხირსაში დააბრუნეს და ამავე წლის 6 ნოემბერს დროებით ხაზინადრად დაინიშნა. 1912 წლის 12 სექტემბერს ხირსის მონასტერზე მიწერილი, წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტრის მწირველად დაინიშნა. 1915 წელს თავისი თხოვნის საფუძველზე დატოვა მონასტერი და საკუთარ სოფელში დასახლდა საცხოვრებლად. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
|
|
ნათენაძე იპოლიტე (ილარიონ) ნიკოლოზის ძე - არქიმანდრიტი.
დაბ. 1861- 1928წწ ბიოგრაფია;
1898-1901წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
ცინცაძე კირილე - არქიმანდრიტი.
1865-1940წ. ბიოგრაფია
1900წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
ბაკურაძე ტიმოთე გიორგის ძე - დეკანოზი.
დაბ. სოფ კისისხევი (თელავი) 1868-1920წწ ბიოგრაფია;
1903-1904წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
წყაროში მითითებულია პრიჩეტნიკი 
|
|
ქუმსიძე პეტრე - მეუდაბნოე ბერი.
1852-1917წწ დაკრძ. ფიტარეთი ბიოგრაფია
1905-1911წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26 ნოემბერი 2008წ გვ.18
|
|
მარმარაშვილი დოდო - მღვდელმონაზონი.
1912წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
იაშვილი გერმანე (გრიგოლი) - არქიმანდრიტი.
აღმსარებელი 1863-1947წწ არქიმანდრიტი ბიოგრაფია
1912წ.
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
კირვალიძე მათე - მორჩილი.
1912წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
წიკლაური გიორგი - მორჩილი.
1912წ.
მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
ძოწაძე სერგო - მღვდელმონაზონი.
1912წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
ძოწაძე სერგი მღვდელმონაზონი ქვათახევის მონასტერი 1912წ. მამა გერმანემ დანიშვნისთანავე მონასტერში საძმოს შევსებაზე იფიქრა და ქართლ–კახეთის მონასტრების მთავარხუცესს არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) სთხოვა სხვადასხვა მონასტრებიდან მამები ქვათახევში განემწესებინათ. 1912 წელს ნათლისმცემლის მონასტრიდან – მღვდელმონაზონი სერგი (ძოწაძე), ხირსიდან – მღვდელმონაზონი ეფრემი (მენთეშაშვილი), ხოლო შიო–მღვიმედან –მღვდელმონაზონი დოდო (მარმარაშვილი) გადმოიყვანეს.
|
|
მენთეშაშვილი ეფრემი - მღვდელმონაზონი.
1912წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
მენთეშაშვილი ეფრემი მღვდელმონაზონი ქვათახევის მონასტერი 1912წ. მამა გერმანემ დანიშვნისთანავე მონასტერში საძმოს შევსებაზე იფიქრა და ქართლ–კახეთის მონასტრების მთავარხუცესს არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) სთხოვა სხვადასხვა მონასტრებიდან მამები ქვათახევში განემწესებინათ. 1912 წელს ნათლისმცემლის მონასტრიდან – მღვდელმონაზონი სერგი (ძოწაძე), ხირსიდან – მღვდელმონაზონი ეფრემი (მენთეშაშვილი), ხოლო შიო–მღვიმედან –მღვდელმონაზონი დოდო (მარმარაშვილი) გადმოიყვანეს.
|
|
ვარდოსანიძე ნეოფიტე - მღვდელმონაზონი.
1912წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
ძამაშვილი აიათალა - მღვდელმონაზონი.
ბერდიაკონი, 1923 წლის 19 აპრილი, მარტყოფის საძმო.
1913წ.
ანაფორიანი მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
კუხალაშვილი ბესარიონი - ანაფორიანი მორჩილი.
1913წ.
ანაფორიანი მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
ვარდუაშვილი აბო (საბა) - მღვდელმონაზონი.
1913წ.
ანაფორიანი მორჩილი
სრულად ნახვა
|
|
გიორგაძე დომენტი (დავით) მიხეილის ძე - არქიმანდრიტი.
დაბ. სოფ.სიმონეთი (თერჯოლა) 1884-1959წწ. ბიოგრაფია
1915წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
გიგოლაშვილი სტეფანე (სვიმონ) ნიკოლოზის ძე - იღუმენი.
დაბ. სოფ. იყალთო (თელავი) 1879-1959წწ დაკრძ. იყალთო ბიოგრაფია
1919წ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
|
|
გაბუნია გერასიმე (გიორგი) - არქიმანდრიტი.
1852-1920-იანი ბიოგრაფია
1920წ.
იანი წლები
არქიმანდრიტი
სრულად ნახვა
|
|
ჯაჭვაძე სერგი - მღვდელმონაზონი.
1920-იანიწ.
მღვდელმონაზონი
სრულად ნახვა
6. სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი -- წინამძღვარი, იღუმენია ნინო(ციციშვილი), მწირველი მღვდელი და მონასტრის სულიერი მოძღვარი, ქვათახევის მონასტრის საძმოს ყოფილი წევრი, მღვდელ-მონაზონი სერგი (ჯაჭვაძე).
|
|
კიტეიშვილი ანტონი (მაკარი იღუმენი, ერში პაატა) - სქიარქიმანდრიტი.
1961-2011წწ დაკრძ. სამთავრო (მცხეთა) ბიოგრაფია
1997-2000წ.
სქიარქიმანდრიტი
სრულად ნახვა
კიტეიშვილი სქიარტიმანდრიტი ანტონი (მაკარი იღუმენი, ერში პაატა) 1961-2011წწ ფოკა, ქვათახევის მონასტერი, 1997-2000წწ ვაკე საბურთალოს წმიდა გიორგის ეკლესია, 2001-2011წწ დავით მეფსალმუნის ტაძრის წინამძღვარი. დაკრძ. სამთავროს მონასტერი. 
|
|
ხუციშვილი ანტონი (იასონ) - ბერი.
2007 წლის 24 აგვისტოს ბერად აღკვეცა
2007წ.
მდგომარეობით
ბერი
სრულად ნახვა
ხუციშვილი ანტონი ბერი, სამთავისის და გორის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.51 საპატრიარქოს უწყებანი N27 14-19 სექტემბერი 2007წ გვ. 8 24 აგვისტოს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) ბერად აღკვეცა მორჩილები: კახა ბეროძე (სახელად ეწოდა დავითი), იასონ ხუციშვილი(სახელად ეწოდა ანტონი), ზაზა ქობალია (სახელად ეწოდა გრიგოლი) და ოთარ ქარუმიძე (სახელად ეწოდა ისიდორე). ბერი დავით გორის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში დაადგინეს, ხოლო – ბერი ანტონი, ბერი გრიგოლი და ბერი ისიდორე _ ქვათახევის მონასტერში გაამწესეს.
|
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |