სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ზურაბაშვილი ათანასე (ალექსი მიხეილის ძე) მღვდელმონაზონი

1856-1916წწ

ზურაბაშვილი ათანასე - ერისკაცობაში ალექსი მიხეილის ძე, 1856-1916წწ. მღვდელმონაზონი,ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერი


მღვდელმონაზონი ათანასე - ერისკაცობაში ალექსი მიხეილის ძე ზურაბაშვილი


1856 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში შეისწავლა.

1880 წლის 11 ივნისს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს.

1885 წლის 15 დეკემბერს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ათანასე უწოდეს.

1886 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 1 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზედაზენის წმინდა იოანეს სახელობის მონასტერში განამწესეს.

1889 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1891 წლის 12 თებერვალს საფარის წმინდა საბა განწმედელის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს.

1892 წლის 17 ნოემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრად დაინიშნა.

1899 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა ხაზინადრის თან

გვ204

ამდებობიდან. 1899 წლის 6 სექტემბერს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს.

1900 წლის 10 იანვარს გარეჯის წმინდაიოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა.

1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1905 წლის 15 ივნისს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში განამწესეს და ბოდბის დედათა მონასტერში პერიოდულად წირვალოცვის შესრულება დაევალა.

1914 წლის 16 დეკემბერს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1915 წლის შემოდგომაზე გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან. მამა ათანასე დროებით თბილისში, თავის ნათესავებთან დასახლდა.

1916 წლის 11 მარტს იგი ხოლერით გარდაიცვალა. დაასაფლავეს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის სამხედრო სასაფლაოზე.

ზურაბაშვილი - გვარის 10 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ზურაბაშვილი  ანასტასია მონაზონი
ზურაბაშვილი ანასტასია - მონაზონი. 2013 წლის 23 მარტს, მონაზვნად აღკვეცა. სრულად ნახვა
ზურაბაშვილი გიორგი - მედავითნე. სრულად ნახვა
ზურაბაშვილი თეოდორე - მედავითნე. სრულად ნახვა
ზურაბაშვილი დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
ზურაბაშვილი დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
ზურაბაშვილი იოანე ელეფთერის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ზურაბაშვილი ათანასე (ალექსი მიხეილის ძე) - მღვდელმონაზონი. 1856-1916წწ სრულად ნახვა
ზურაბაშვილი დავითი - მღვდელი. 2012 წლის 21 ოქტომბერს დიაკვნად ხელდასხმა. 2013 წლის 30 ივნისს, მღვდლად ხელდასხმა. ქვემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი სრულად ნახვა
ზურაბაშვილი დავითი - დეკანოზი. ავლიპ ზურაბიშვილის მამა სრულად ნახვა
ზურაბაშვილი ანთიმოზ დავითის ძე - მღვდელი. მოღვ. 1924 წლამდე დაბ. ბოდბისხევი, შემდგომში განმოსილია, ავლიპ ზურაბიშვილის ძმა სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 1



ზურაბაშვილი ჟანა ჯუმბერის ასული, დაბ. 1964წ. მგალობელი ლაგოდეხის ყოვლადწმინდა სამების ტაძრი, ნეკრესის ეპარქია 2024

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.