1819 წელს საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) წმინდა სინოდისაგან ითხოვა ლოცვა-კურთხევა თბილისში. მამათა მონასტრის გახსნასთან დაკავშირებით, როგორც ეს რუსეთის სხვა ქალაქებში იყო მიღებული. ამის გამო დარეჯან დედოფლის ყოფილ რეზიდენციაში ჩამოყალიბდა მამათა მონასტერი, რომლის პირველ წინამძღვრად დაადგინეს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი, ქვათახევისა და შიო მღვიმის მონასტრების წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათანასე (პეტრიაშვილი).