სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ლორთქიფანიძე გრიგოლ II  1696-1742 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

გრიგოლ II , 1700-1742 წ. ბეჟან ლორთქიფანიძის ძე.

ამან შემოსა ბერად და აკურთხა გელათის მონასტრის წინამძღვრად სახელოვანი ანტონ I. ამა გრიგოლს სწერს ეპისტოლეს პატრიარქი იერუსალიმისა დოსითეოსი ადრიანოპოლიდამ 1701 წ. სექტემბერში. იყო მომხრე ქართლის მეფის ვახტან VI ლევანის ძისა ნიკოლოზ გენათელთან ერთად; იყო კაცი გონიერი, დიდი გავლენა იქონია მაშინდელ (1705-1720 წ.) აწეწილ სამეფო საქმეთა დაწყნარებაში; ამის მეცადინეობით გამეფდა გიორგი ალექსანდრეს ძე, ხოლო გიორგი აბაშიძე (მეფე დამდაბლდა. ამანვე შეარიგა ლიპარტიანი გიორგი თავის შვილს ბეჟანს 1715 წ., რომელმაც პატიმარ ჰყო მამა თვისი ციხეში ღალატით

 იხ. საეკკლ. მუზეუმში № 186.  გვ. 210 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.