სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მახარაშვილი ლაზარე არქიმანდრიტი

2008 წლის 20 აპრილს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.  2010 წლის 27 მარტს დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით.   2010 წლის 19 დეკემბერს დაჯილდოვდა: არქიმანდრიტის წოდებით

2008წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი სამება (თბილისი) საპატრიარქო ლავრა

2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია

მახარაშვილი ლაზარე მღვდელმონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 22

 საპატრიარქოს უწყებანი N15 24აპრილი-7მაისი 2008წ გვ. 5

დაჯილდოვება

20 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ის ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე — გამშვენებული ჯვრით და სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, მღვდელმონაზონი ლაზარე (მახარაშვილი) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.

საპატრიარქოს უწყებანი N12 1-6აპრილი 2010წ გვ. 6

დაჯილდოება

27 მარტს დიღომის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესიაში (კინოსტუდიის ეზოში) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით — ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი დადუნაშვილი; გამშვენებული ჯვრით ― ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, იღუმენი ლაზარე (მახარაშვილი); ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით — ამავე ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი თეოდორე ნადაშვილი.

საპატრიარქოს უწყებანი N3 20-26 იანვარი 2011წ გვ.7

დაჯილდოება

19 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა სასულიერო პირები:  არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ლაზარე (მახარაშვილი). მიტრით -- ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ლეკვეიშვილი. გამშვენებული ჯვრით -- ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი); იღუმენი ათანასე (სვანიძე); დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე; დეკანოზი ირაკლი ჭინჭარაული, დეკანოზი გივი გივიშვილი; დეკანოზი გიორგი სახვაძე; გამშვენებული ჯვრით გლდანის ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მლვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (კალანდაძე).

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.