სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სამხარაძე  ნინო მონაზონი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

სამხარაძე ნინო მონაზონი

2009 წლის 21 მარტს მონაზვნად აღკვეცა.

2018წ. მონაზონი სამთავრო (მცხეთა) წმიდა ნინოს ეკლესია, დედათა მონასტერი

სამხარაძე ნინო მონაზონი. დაბ.1982წ. ჭიათურა 2018წ. სამთავრო (მცხეთა) წმიდა ნინოს ეკლესია, დედათა მონასტერი

მონოზონი ნინო (სამხარაძე) დაიბადა ჭიათურაში, 1982 წლის 11 აგვისტოს. 1998 წელს დაამთავრა ჭიათურის გ. თხელიძის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლა ფ.ნოს განხრით. ამჟამად თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის და კომპოზიციის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტია (მიმართულება-საეკლესიო მუსიკოლოგია). 2014 წელს მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში. 2002 წლიდან ცხოვრობს მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში და გალობს მგალობელთა გუნდში. სამეცნიერო ინტერესები უკავშირდება საეკლესიო მუსიკის სფეროს

საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.7

აღკვეცა

21 მარტს, ჯვართამაღლების სადღესასწაულო ლოცვაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-ატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სამთავროს დედათა მონასტერში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მონაზვნად აღკვეცა საპატრიარქოს მორჩილები და სამთავროს მონასტრის მკვიდრნი;

სამთავროს მონასტრიდან:

სამონაზვნე თამარი (ჭანკვეტაძე) — უწოდა მონაზონი ანა,

სამონაზვნე ნესტან სამხარაძე — უწოდა მონაზონი ნინო,

სამონაზვნე თომაიდა ფირანიშვილი ― უწოდა მონაზონი სალომე,

სამონაზვნე ვალენტინა სასანია — უწოდა მონაზონი ევდოკია,

სამონაზვნე ემილია ბესკარავიანი — უწოდა მონაზონი ევგენია.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.