სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11931

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ფირცხალაიშვილი მირიანი (მერაბ) დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ფირცხალაიშვილი მირიანი (მერაბ) დეკანოზი

2007 წლის 16 სექრემბერს დიაკვნად კურთხევა. 2007 წლის 17 დეკემბერს მღვდლად ხელდასხმა. სოფელ წყალწმინდის წმინდა ირინეს სახელობის ეკლესია, წინამძღვარი. 2010 წლის 25 ნოემბერს დაჯილდოება: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. 2017 წლის 02 აპრილს, დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით;

ფირცხალაიშვილი მირიანი (მერაბ ), მღვდელი, შუხუთის წმინდა გიორგი საპატრიარქოს უწყებანი. 2007. - 20-26 სექტემბერი. სხვა წყარო დაჯილდოვდა ოქროს ჯვარი, საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2010. 2-8 დეკემბერი, N40(568), გვ.8 ფოტო

ფირცხალაიშვილი მირიანი (მერაბ ), მღვდელი, შუხუთის წმინდა გიორგი საპატრიარქოს უწყებანი. 2007.
წ. შუხუთი (ლანჩხუთი) ღვთიმშობლის ეკლესია

 საპატრიარქოს უწყებანი N28 20-26 სექტემბერი 2007წ გვ. 9

16 სექტემბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნე და ქუთაისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი მერაბ ფირცხალაიშვილი და სახელად მირიანი უწოდა. დიაკონი მირიანი ოზურგეთის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.

საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26დეკემბერი 2007წ გვ. 8

17 დეკემბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან მირიან ფირცხალაიშვილს. მღვდელი მირიანი სოფლებში — წყალწმინდასა და ურეკში იმსახურებს.

 საპატრიარქოს უწყებანი N6 21-27 თებერვალი 2008წ გვ. 9

ტაძრის კურთხევა

9 თებერვალს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა სოფელ წყალწმინდის წმინდა ირინეს სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი მირიან ფირცხალაიშვილი დაინიშნა.

საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8 დეკემბერი 2010წ გვ. 8

დაჯილდოვება

25 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი, იქ არსებული მამათა მონასტერი და დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენი ელიზბარი (ბაბუხადია); იღუმენის წოდებით — აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (კახელაშვილი); გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი კვირიკე ხეცურიანი, დეკანოზი საბა ჟღენტი, დეკანოზი გიორგი ჟღენტი, დეკანოზი შალვა ჯინჭარაძე, დეკანოზი შალვა გორგაძე, აჭის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ალექსანდრა (ჩაჩიბაია), ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა), ჯიხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენია ირინე (სულაკაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — მღვდელი მირიან ფირცხალაიშვილი და მღვდელი იოანე ორმოცაძე. 

დაჯილდოება
2 აპრილს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენლები:
დეკანოზი მირიან ფირცხალაიშვილი -–– მეორე ჯვრის ტარების უფლებით;

ფირცხალაიშვილი - გვარის 7 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ფირცხალაიშვილი მირიანი (მერაბ) დეკანოზი
ფირცხალაიშვილი მირიანი (მერაბ) - დეკანოზი. 2007 წლის 16 სექრემბერს დიაკვნად კურთხევა. 2007 წლის 17 დეკემბერს მღვდლად ხელდასხმა. სოფელ წყალწმინდის წმინდა ირინეს სახელობის ეკლესია, წინამძღვარი. 2010 წლის 25 ნოემბერს დაჯილდოება: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. 2017 წლის 02 აპრილს, დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით; სრულად ნახვა
ფირცხალაიშვილი ლევანი დეკანოზი
ფირცხალაიშვილი ლევანი - დეკანოზი. სრულად ნახვა
ფირცხალაიშვილი ბართლომე გივის ძე - არქიმანდრიტი. 2006წ. წლის 17 სექტემბერს, თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი, ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის აყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; სრულად ნახვა
ფირცხალაიშვილი ონისიმე - მედავითნე. სრულად ნახვა
ფირცხალაიშვილი ნიკო - მედავითნე. სრულად ნახვა
ფირცხალაიშვილი ანა მონაზონი 
ფირცხალაიშვილი მაკრინე მონაზონი
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.