2021წ. მდგომარეობით იღუმენია სუჯუნა (აბაშა) წმიდა გიორგის ეკლესია
ქობალია ბარბარე იღუმენია, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის დედათა მონასტერი
საპატრიარქოს უწყებანი N15 14-20აპრილი 2011წ გვ.6
დაჯილდოება
7 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება, რომელიც მიემგზავრება ავღანეთში ქართულ საჯარისო ნაწილებთან ერთად: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -–– მღვდელი გიორგი ბერაია, მღვდელი ნაზარი გვენეტაძე და მღვდელი ლონგინოზ მანაგაძე; ამავე დღეს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და იღუმენიას წოდება მიენიჭა ჭყონდიდის ეპარქიის, სოფელ სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესეს, მონაზონ ბარბარეს (ქობალია).
2021 წლის 9 მარტს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ლიტურგია აღასრულა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის დედათა მონასტერში.
წირვის დასასრულს მეუფე სტეფანემ დალოცა მონასტრის კრებული, მისი წინამძღვარი - იღუმენია ბარბარე (ქობალია), მოძღვარი - მღვდელი კირიონ თხილავა და მრევლი.

