დეკანოზიშვილი დიმიტრი ნიკოლოზის ძე მღვდელი
დეკანოზიშვილი დიმიტრი ნიკოლოზის ძე მღვდელი დაბ. 1863წ. 1912წ. თელავში.
1924 წელს გახადეს ანაფორა თელავის მაზრა 1900წ. თელავი ღვთიმშობლის შობის ეკლესია 1899წ. კურდღელაური (თელავი) ღვთიმშობლის მიძნების ეკლესია, თელავის მაზრა
74. სოფელ კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი დიმიტრი ნიკოლოზის ძე დეკანოზიშვილი
1863 წელს დაიბადა.
1883-89 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1890 წლის 25 აპრილს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 1 მაისს კი მღვდლად დაასხა ხელი და დიდი თონეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
იქ მსახურების პერიოდში სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.
1895 წლის 13 მაისს ვაქირის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1897-98 წლებში ანაგის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლობს.
1898 წლის 6 ნოემბერს კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.
1899 წლის 4 მარტს თელავის მაზრის II ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს და ამავე წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
1899-1902 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლის.
1902 წელს სკუფია უბოძეს და ამავე წლის 1 ნოემბერს კურდღელაურის სამრევლო-საეკლსიო
სკოლაში დაინიშნა.
1902 წლის 12 დეკემბერს თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად და სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად აირჩიეს.
1913 წლის 25 იანვარს საეპარქიო საბჭოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობიდან.
1913 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1916 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1924 წელს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა.
გვ189