
შავლიაშვილი იროდიონ მიხეილის ძე 1880-1960წწ. მღვდელი, წინამძღვარი სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) ფოტო, ბიოგრაფია
შავლიაშვილი
იროდიონ მიხეილის ძე მღვდელი
შავლიაშვილი იროდიონ მიხეილის ძე 1880-1960წწ. მღვდელი, სხვა წყარო 1897-1903წ. რუსიპირი (არტოზანი) წმიდა ნიკოლოზის ეკლესია 1904წ. ვარდისუბანი (თელავი) წმ. გიორგის ეკლესია
1880 წელს დაიბადა.
გვ173
1885-91 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1892 წელს აწყურის ორ კლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამსედველად დაინიშნა.
1897 წლის 5 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და არტოზან-რუისპირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. ამავე წლის 15 დეკემბერს რუისპირის სამრევლო-საეკლესიო სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა.
1898 წლის 14 სექტემბერს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) საგვერდულით დააჯილდოვა.
1901 წლის 10 ივლისს ვარდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1902 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1911 წლის 20 დეკემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით გადააყენეს მთავარხუცესობიდან,
1912 წლის 4 დეკემბერს საცხენისის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრის საქართველოს ეკლესიის პირევლ საეკლესიო კრებაზე.
1924 წელს ხელისუფლების ზეწოლის შედეგად გაიხადა ანაფორა და მიატოვა ღვთისმსახურება.
დეკანოზი იროდიონი 1960 წელს გარდაიცვალა.