სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

დოღონაძე მათე დავითის ძე მღვდელი



1800წ. იანი მღვდელი გელათი (ტყიბული) სამონასტრო კომპლექსი

 სასულიერო წინაპართაგან, რომელნიც მოხსენიებულნი არიან 1773 წლის 18 ოქტომბერს შედგენილ სიგელში, არიან დავით ხუცესი დოღონაძე და მისი ვაჟები, მღვდლები: მათე, გიორგი და იოანე. აი, რას მოგვითხრობს ეს სიგელი: ...პონტო ჩრდილოისა და აფხაზ-იმერთა სავსებისა კათოლიკოს მამათმთავარმან და გენათელმან მეფის ძემან იოსიფ. შემოგწირეთ მცირე ესე შესაწირავი მოსახლობით დოღვნანაძე დავით ხუცესი და მისი შვილები: მღვდლები მათე, გიორგი და იოანე მათი ყოფით და ცხოვრებით მათ ცოლ- შვილებითურთ და მომავალით. ხახულისა გელათისა და საკურთხეველისა ღვთისმშობელო, ესეც უდრვობით გამოწირული ამ შენი დიდი ეკლესიის გეენათის სამკვიდროდ და საკუთარ მსახურედ შემოგვიწირავს, შეიწირე და გვიოხენ წინაშე ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისა“... ბოლოს წერია „აღიწერა ქრსიტეს აქეთ ჩღოგ, დღესა ოქტომბერსა 18, ხელითა მღვდელ- მონაზონისა დიონისისათა. მე გენათელ მიტროპოლიტი ეფვთიმი ვამტკიცებ ჩემის გამზრდელი ბატონის წიგნს, ვინც ეს შეშალოს, შეჩვენებულ იყოს წმინდის სამებისაგან“.

როგორც ამ სიგელიდან ირკვევა, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს იოსებს (ბაგრატიონი) მღვდელი დავით დოღონაძე, თავისი შვილებით და მონაგარით, შეუწირავს გელათის მონასტრისათვის. როგორც საბუთში ვკითხულობთ, მამა დავითს ჰყავდა სამი ძე და სამივე სასულიერო პირი. რომელთაც, თავის მხრივ, ჰყავდათ შვილები, ასევე სასულიერო პირები. მათი შთამომავლობითი ხაზი ასე გამოიყურება.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.