ფურცელაძე ანტონი იღუმენი, ფოკის წმ. ნინოს მონასტერი (1989 წ.) (ახალქალაქი). მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 12 საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ გვ. 13
დაჯილდოება
27 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით — ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (ფურცელაძე); მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, იღუმენი ვახტანგი (ლიპარტელიანი). მიტრით — მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი რაფიელ ხაჭაპურიძე. გამშვენებული ჯვრით — თბილისის სამგორის დასახლების წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კუსრაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი სახვაძე. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — თბილიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ათანასე (სვანიძე).
აღკვეცა
4 აგვისტოს თბილისის ორმეოცი სებასტიელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ათანასემ (კარანაძე) დიდ სქემაში აღკვეცა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, არქიმანდრიტი ანტონი (ფურცელაძე) და სახელად ანდრია უწოდა.
***

ფურცელაძე ანდრია სქიმარქიმანდრიტი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, გარდ. 2021წ. დაკრძ. ელიას მთაზე, მონასტრის საძმო სასაფლაოზე.

2021 წლის 21 ივლისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, სქიმარქიმანდრიტი ანდრია (ფურცელაძე).
მამა ანდრია დასვენებულია თბილისში, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ლავრაში მდებარე წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში, ხოლო შაბათს, 2021 წლის 24 ივლისს, 14 საათზე, იგი დაიკრძალება ელიას მთაზე, მონასტრის საძმო სასაფლაოზე.