სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
14 მარტი 1993 წელი 12 მესანგრის გარდაცვალება სოფ. გუმისთა სოხუმი 14 მარტი 1993 წელი 12 მესანგრის გარდაცვალება სოფ. გუმისთა სოხუმი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

14 მარტი 1993 წელი 12 მესანგრის გარდაცვალება სოფ. გუმისთა სოხუმი

რამაზ ბესელია 

1993 წლის 14 მარტს მესანგრეთა ნაწილში საგანგაშო ცნობა მიიღეს – წინა ღამით, რუსეთის ავიაციის მიერ სოფელ გუმისთაში ჩამოგდებულ ბომბთაგან ერთ-ერთი არ აფეთქებულა, მორიგი უბედურების თავიდან ასაცილებლად და ბომბის გასაუვნებელყოფად შემთხვევის ადგილზე გაემართა მესანგრეთა დიდი ჯგუფი. მათთან ერთად გამგზავრების სურვილი გამოთქვენს ჟურნალისტებმაც. ადგილზე ნანახმა საოცერებამ და სანახაობამ ყველანი გააოგნა. ძნელი იყო სიტყვებით გადმოცემა იმ ნგრევისა და უბედურებისა, რაც იმ ღამს თავს დასტყოდომოდა სოფელს. მომხდარის საილუსტრაციოდ ფირზე უნდა აღებეჭდათ ყოველივე.

თითქოს თავის მორიგ მსხვერპლს ელოდა ურჩხული, როგორც კი 12 ადამიანი – რვა გვარდიელი და 4 კორესპონდენტი თავს წაადგა ორმოს, სადაც ბომბი ჯერ კიდევ უვნებლად იდო… კიდევ ერთხელ შეძრა მიდამო გამაყრუებელმა აფეთქებამ და მას მოყოლილმა უბედურებამ – 12 სიცოცხლე თვალისდახამხამებაში გაიფანტა ჰაერში. საქართველომ დაკარგა კიდევ რამდენიმე მამულზე შეყვარებული შვილი – საქართველოს რეიარაღებული ძალების გვარდიელები: გიული თაკალანძე, რამაზ ბესელია, ავთანდილ კოპალიანი, რუსლან ცხაკაია, ნოდარ ოსაძე, აკაკი მიმინოშვილი, ვიცეპოლკოვნიკი ანდრო მაღლაკელიძე, საქართველოს თავდაცვის სამინიტროს პრესცენტრის თანამშრომლები გიორგი პოპიაშვილი და ალექსანდრე კარაპეტიანი, დოკუმენტური ფილმების სტუდია ,,მემატიანეს~ თანამშრომლები ჯუმბერ ეზუგბაია და გულიკო გოდოლაძე.

გიული თაკალანძე 1952-1993წწ. გარდ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. სოფ. ოტობაია გალი

რამაზ ბესელია გარდ. 1993წ. გუმისთა, აფხაზეთში დაბ. სოფ. აჩადარა აფხაზეთი

ავთნდილ კოპალიანი 1962-93წწ გარდ. 31 წლის, სოფ.  გუმისთა დ. სოფ კელასური სოხუმი აფხაზეთი

ნოდარ ოსაძე 1955-93 წწ გარდ. აჩადარა აფხაზეთი დაბ. სოფ. სატივე ხაშური


აკაკი მიმინოშვილი გარდ. 1993წ. გუმისთა აფხაზეთში დაბ. აჩადარა სოხუმი აფხაზეთში




24 მარტს საქართველოს მიწამ მიიბარა 12-ვე დაღუპული. ამ დღეს სოხუმის მოსწავლეთა პარკში თავი მოიყარა ქალაქის საზოგადოებამ, დაღუპულთა მშობლებმა, ახლობლებმა, თანამებრძოლებმა. დღის სამ საათზე მესანგრეთა ნაწილიდან გადმოასვენეს ურნა, შეკრებილებმა მუხლი მოიყანეს მის წინაშე. ცხუმ-აფხაზეთის საპატრაირქოს წარმომადგენლებმა გადაიხადეს პანაშვიდი.

ურნა ფრთხილად ეშვება საძმო საფლავში. ქართულ მიწას და ყვავილებს აყრიან მარადიოსობაში მიმავალთ, გვარდიელებმა კი სამხედრო პატივის ნიშნად ერთდროული ავტომატების ჯერით დაადასტურეს მათი უკვდავყოფა. სანთლების კოცონი დიდხანს ანათებდა ამ წმინდა ადგილს.

– ნათელი იყოს თქვენი გზა მარადისობაში! – ამბობენ შავმანდილიანი დედები და ჩვენც ხმას ვუერთებთ: – ნათელი იყოს თქვენი მარადისობაში ყოფნა!


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.10.2022
ბოლო რედაქტირება 16.10.2022
სულ რედაქტირებულია 3





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0