სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
4.16 ქაიხოსრო 1709 -1711 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

ქაიხოსრო, ქართლის მეფე 1709-11, გიორგი XI-ის ძმისწული. ქაიხოსროს მამა ლევანი სპარსეთის მდივანბეგი იყო. როდესაც ლევანი შაჰმა ქართლში გაგზავნა გიორგი XI-ის ნაიბად (მოადგილედ), ქაიხოსრო დანიშნა სპარსეთის მდივანბეგის ნაიბად. ლევანის სპარსეთში დაბრუნების შემდეგ ქაიხოსრო შაჰის კარზე დარჩა და მის სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. 1707 მან ჩაახშო იაპაანში მომხდარი აჯანყება. 1709 შაჰმა ქაიხოსრო ქართლის მეფედ და სპარსეთის სპასალარად დანიშნა და თავრიზი და ბარდა უბოძა. მას აჯანყებულ ავღანელებთან ბრძოლა დაევალა. ქაიხოსრომ სძლია და გააქცია აჯანყებულთა მეთაური მირ ვეისი, მაგრამ 1711 ერთ-ერთი ბრძოლის დროს ღალატის შედეგად დამარცხდა და დაიღუპა.

4.10 სვიმონ II 1619-1631 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

სიმონ IIსიმონ-ხანი (გ. 1630 ან 1631) — ქართლის ხანი (ქართული წყაროებით — მეფე1619-1630/1631. ირანში გაზრდილი, მაჰმადიანი, ბაგრატ VII-ის (ბაგრატ-ხანი) ძე. მცირეწლოვანი სიმონ II ქართლის ხანად დანიშნა ირანის შაჰმა აბას I-მა და მრჩევლად დაუყენა გიორგი სააკაძე, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი გახდა. 1625მარტში, გ. სააკაძის მეთაურობით ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს, სიმონ II ყიზილბაშებთან ერთად თბილისიდან გაიქცა და აღჯაყალის ციხეში (ახლანდელი მარნეულის რაიონი) ჩაიკეტა. ქართლ-კახეთში თეიმურაზ Iგამეფდა. მარაბდის ბრძოლის (1625 ივლისი) შემდეგ შაჰმა სიმონ II აღადგინა ქართლის ხანად, მაგრამ მისი ხელისუფლება მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა, ქართლის დანარჩენ ნაწილს თეიმურაზ I ფლობდა. ბაზალეთის ბრძოლის (1626) შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში თეიმურაზ I შეუთანხმდა ზურაბ არაგვის ერისთავს და მოაკვლევინა სიმონ II.

ლიტერატურა

4.9 ბაგრატ VII 1615-1619 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

ბაგრატ VIIბაგრატ-ხანი (გ. 1619) — ქართლის ხანი 1616-1619 (ქართული წყაროებით მეფე), დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე, მაჰმადიანი, აღიზარდა ირანში1616 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა უბოძა ხანის ტიტული და ქართლის მმართველად დანიშნა. სუსტი სახელმწიფო მოღვაწე იყო, ფაქტობრივად მხოლოდ ქვემო ქართლი ემორჩილებოდა. ძირითადად ცხოვრობდა ბოლნისში და იქვე გარდაიცვალა. მის შემდეგ ქართლის მმართველად დაინიშნა მისი ვაჟი, სიმონ II, რომელმაც მამის მსგავსად ვერ შეძლო ქართლზე კონტროლის დამყარება.

4.3 გიორგი IX 1525 -1527 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

გიორგი IX (დ. 1486 — გ. 1534) — ქართლის მეფე 1525-1527 წლებში, კონსტანტინე II-ის ძე. ტახტზე ავიდა თავისი ძმის დავით X-ის ბერად შედგომის შემდეგ. 1527 წელს (სხვა ცნობით — 1534) დინასტიური ბრძოლის გამო იძულებული გახდა თვითონაც ბერად აღკვეცილიყო გერასიმეს სახელით და ტახტი დაეთმო თავისი ძმისშვილისთვის, ლუარსაბისათვის.