სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

დადიანი გრიგოლი ცაიშელი მიტროპოლიტი



1822წ. ღვთივგანისვენა ცაიშელი მიტროპოლიტი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

გრიგოლი (დადიანი) (დ. დაახლ. 1760 — გ. 1822) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ცაიშის ეპისკოპოსი (ცაიშელი), მოგვიანებით მიტროპოლიტი; განმანათლებელი, მისიონერი, ქველმოქმედი.

ოდიშის მთავრის კაცია ოტიას ძე დადიანის ხელშეწყობით აღადგინა და მოაშენა ცაიშის მონასტერი, შეაკეთა მთავარი ტაძარი, ააშენა ქვის სამრეკლო, აგრეთვე სახლები მღვდლებისა და სხვა სასულიერო პირებისათვის, მონასტერს შემოავლო გალავანი, შემნა ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების კოლექცია. სხვადასხვა დროს მონასტერს აუშენა 4 ტაძარი: სოფელ ლარჩავას — მთავარანგელოზის, სოფელ კოცოხს — თევდორე ტირონის, ხეთას — წმ. კვირიკესი. ხეთაში, თავისივე მამულში, ააგო სასახლე და მოაწყო კარის ეკლესია. იქვე დააარსა სასწავლებელი. თავისი სახსრებით დაიხსნა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიერ გატაცებული ტყვეები, ეწეოდა სამისიონერო საქმიანობას აფხაზთა დასაბრუნებლად ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. 1822 წლის 19 ივნისს შედგენილ მის ვრცელ ანდერძში საინტერესო ცნობებია იმდროინდელ დასავლეთ საქართველოს სოციალური, პოლიტიკური და კულტურული მდგომარეობის შესახებ.
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.