ციციშვილი ნისიმე იოსების ასული (1814-1906). სამთავროს დედათა მონასტერში მოვიდა 1834 წ. წინამძღვრის მოვალეობის აღმსრულებელი - 1904-1906 წწ.1904-1906 წ.წ. სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას ნისიმე ციციშვილი (1814-1906 წ.წ.) ასრულებდა.
მონასტერში მოვიდა 1834 წელს. მორჩილად მიუღიათ ეგზარქოს მოსეს ბრძანებით. 1846 წლის 2 დეკემბერს ეგზარქოს ისიდორეს დროს, ნისიმა მონოზვნად აღუკვეცავს დავით-გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტ იოვანეს.
1830-იან წლებში მოსულ დედათა (მორჩილთა) სიაში ვკითხულობთ: `მორჩილი ნისიმე იოსების ასული ციციანოვი, დაბადებული 1810 წელს. 1843 წლის 27 მარტის მოხსენებით ბარათის, რომლითაც მონასტრის დედები საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისაგან ითხოვენ სამთავროს მონასტრის ოფიციალურ დამტკიცებას, ხელს აწერს 10 დედა. მათ შორის, მონოზონი `ნისიმა~.
1857 წელს ნისიმე (ციციშვილი) დანიშნეს მონასტრის ხაზინადარად და ღრმა მოხუცებულობამდე იღვწოდა მონასტრის საკეთილდღეოდ. 1905 წელს, ნინო ამილახვრის გარდაცვალების შემდეგ, წინამძღვრის საქმეთა შემსრულებული იყო. 1905 წლის 22 მაისით დათარიღებულ მონასტრის ფორმულარულ სიას იღუმენიის ნაცვლად ხელს ნისიმე ციციშვილი აწერს. გარდაიცვალა 1906 წელს. დაკრძალულია სამთავროში, ფერისცვალების ტაძრის საკურთხევლის სამხრეთ კუთხესთან.