სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ოქროპირიძე  იასონი სოლომონის ძე მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ოქროპირიძე იასონი სოლომონის ძე მღვდელი

1859-1919წწ

ოქროპირიძე  იასონ მღვდელი 1887წ. გრემისხევი (დუშეთი) წმ. მარინეს ეკლესია 1902წ. მღვდელი 1906-1918წ. ბლაღოჩინი მღვდელი ქარელი წყაროთცხოვრების ეკლესია 1895წ. ხვედურეთი (ქარელი) ღვთიმშობლის მიძნების ეკლესია

ოქროპირიძე იასონ დეკანოზი ფოტოსხვა ფოტო  სხვა წყარო ფოტო ბიოგრაფია

იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძე (დეკანოზი)

იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძე

დაბადების თარიღი: 1 ოქტომბერი, 1859

გარდაცვ. თარიღი: 5 მარტი, 1919  (59 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი: ქარელის ეკლესიის ეზო

კატეგორია: სასულიერო პირი

ბიოგრაფია

     იასონ ოქროპირიძე დაიბადა 1859 წელს გორის მაზრის სოფელ არაშენდაში მღვდლის ოჯახში. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ლეონიდეს უფროსი ძმა.  


    იასონმა გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და 1887 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1883 წელს დაამთავრა. იმავე წელს დიაკვნად აკურთხეს, მალევე მღვდლად დაასხეს ხელი და დუშეთის მაზრაში, სოფელ ჭართლის წმ. გიორგის ტაძარში დაინიშნა.


    1886 წელს მამა იასონი დუშეთის მაზრის მე-2 ოლქის სამღვდელოებამ ეპარქიალურ და თბილისში სასწავლო საოლქო კრებებზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია და ამ პოსტზე 1892 წლამდე მსახურობდა. ამავე 1886 წელს გრემისხევის წმ. დიდმოწამე მარინეს ტაძარში დაინიშნა, ხოლო 1887 წელს დუშეთის მაზრის მე-2 ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს და საგვერდულით დააჯილდოვეს.


    1889 წელს მამა იასონი დუშეთის მაზრის მე-2 ოლქის მთავარხუცესის მოადგილედ დაადგინეს, ხოლო 1891 წელს მთავარხუცესად დაინიშნა. 1894 წლიდან გორის მაზრის სოფელ ზემო ხვედურეთის წმ. გიორგის ტაძარში მსახურობდა. 1895 წელს სკუფია უბოძეს და პარალელურად ქვემო ხვედურეთის ეკლესიის მშენებლობის ხელმძღვანელობა ჩააბარეს, ჩამოყალიბდა კომისია და იგი ამ კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს. ტაძარი აშენდა და 1901 წელს იკურთხა კიდეც.


    1897 წლის 16 აგვისტოს გორის მაზრის პირველი ოლქის სამღვდელოების კრებაზე სხვა ორ სასულიერო პირთან ერთად გორის სანთლის ქარხანაში რევიზიაზე მიავლინეს, ხოლო 1898 წელს გორის მაზრის ამავე ოლქის სამღვდელოებამ გორის სასწავლო კრებებზე სამი წლის ვადით დეპუტატად აირჩია. 1899 წელს ესწრებოდა თბილისში გამართულ საეპარქიო კრებასაც.

იასონ ოქროპირიძე - დეკანოზი. მფლობელი ნინო მარუაშვილი

   1900 წელს მამა იასონი საქართველოს ეპარქიალური სასწავლო საბჭოს გორის მაზრის განყოფილების წევრად აირჩიეს, სადაც 1904 წლამდე მოღვაწეობდა. იმავე 1900 წელს ქარელის ცხოველსმყოფელი ჯვრის ტაძარში მღვდლად დაადგინეს და 1901 წელს ქარელის სამრევლო-საეკლესიო სკოლის ახალი შენობის აგება დაევალა.


    1901 წელს მამა იასონს კამილავკა ეწყალობა და გორის მაზრის მე-4 ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო და სასწავლო სხდომებზე დამსწრე დეპუტატად აირჩია, ხოლო ამავე სამღვდელოებამ  1904 წელს ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაამტკიცა. ამ თანამდებობაზე იგი 1907 წელს მეორედაც აირჩიეს.


    1908 წელს საეპარქიო კრებაზე ისევ გააგზავნეს დეპუტატად და 1910 წელს სამკრედე ოქროს ჯვარი მიიღო. 1911 წელს მამა იასონი გადადგა მთავარხუცესიის თანამდებობიდან.


    1918 წელს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო დეკანოზის წოდება მიანიჭა.


    დეკანოზი იასონი 1919 წლის 5 მარტს გარდაიცვალა და დაკრძალულია ქარელის ეკლესიის ეზოში. 


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქარელის ბიბლიოთეკის გამგე (1908-)


წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა


ოქროპირიძე - გვარის 53 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ოქროპირიძე  იასონი სოლომონის ძე მღვდელი
ოქროპირიძე იასონი სოლომონის ძე - მღვდელი. 1859-1919წწ სრულად ნახვა
ოქროპირიძე ივანე (იოანე) გაბრიელის ძე - მღვდელი. მცირე ბიოგრაფია სრულად ნახვა
ოქროპირიძე ბესარიონ გაბრიელის ძე - მღვდელი. დაბ. 1848 წლის 23 იანვარს სოფ. კულბითი ბიოგრაფია სრულად ნახვა
ოქროპირიძე ალექსანდრე ბესარიონის ძე - მღვდელი. დაბ. სოფ დისევი (გორი) 1878-1959წწ დაკრძ. იქვე.  ბიოგრაფია სრულად ნახვა
ოქროპირიძე  იროდიონი დეკანოზი
ოქროპირიძე იროდიონი - დეკანოზი. დაბ. სოფ. დისევი (სამაჩაბლო) 1859-1933წწ დაკრძ. დისევი ბიოგრაფია სრულად ნახვა
ოქროპირიძე  ისიდორე იღუმენი
ოქროპირიძე ისიდორე - იღუმენი. ძამის ხეობაში წმინდა ათანასე დიდის სახელობის ქართის მამათა მონასტერი 2009 წელს სრულად ნახვა
ოქროპირიძე  იოანე არქიმანდრიტი
ოქროპირიძე იოანე - არქიმანდრიტი. წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი სრულად ნახვა
ოქროპირიძე ზაქარია გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე გაბრიელ გიორგის ძე - დეკანოზი. დაბ. 1824 წელს მცირე ბიოგრაფია სრულად ნახვა
ოქროპირიძე  ალექსანდრე  მღვდელი
ოქროპირიძე ალექსანდრე - მღვდელი. თბილისი, საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი 2025წ. მდგომარეობით სრულად ნახვა
ოქროპირიძე  ლეონიდე კათოლიკოს პატრიარქი
ოქროპირიძე ლეონიდე - კათოლიკოს პატრიარქი . დაბ. სოფ.დისევი გორი ქართლი  1919-1921წწ კათოლიკოს პატრიარქი ბიოგრაფია სრულად ნახვა
ოქროპირიძე  პიროსი (მათე) იოანეს ძე ეპისკოპოსი
ოქროპირიძე პიროსი (მათე) იოანეს ძე - ეპისკოპოსი. დაბ. დისევი (გორი) 1874-1922წწ. ბიოგრაფია სრულად ნახვა
ოქროპირიძე  ალექსანდრე  დავითის ძე წმიდა მღვდელმთავარი
ოქროპირიძე ალექსანდრე დავითის ძე - წმიდა მღვდელმთავარი.  დაბ. სოფ. დისევი გორი.  (+1907) ხსენება 26 (08/11) ოქტომბერი ბიოგრაფია სრულად ნახვა
ოქროპირიძე დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ნინო - მონაზონი.
ოქროპირიძე ბესარიონი - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე პეტრე - მღვდელი. 1788 წ. 10 ივნისი. მამულის ნასყიდობის წიგნიდან. სრულად ნახვა
ოქროპირიძე სპირიდონი - მღვდელი. 1799 წ. 24 ოქტომბერი. მამულის წყალობის წიგნიდან; სრულად ნახვა
ოქროპირიძე ქრისტინე/ხორეშან ბესის ასული - მონაზონი. დაბ. სოფ. დოესი (გორი) 1800-1872წწ დაკრძ. სამთავრო, ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ოქროპირიძე პეტრე სიმონის ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ალექსანდრე - მღვდელმონაზონი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე მათე - მედავითნე. სრულად ნახვა
ოქროპირიძე დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე შალვა - მედავითნე. სრულად ნახვა
ოქროპირიძე სოლომონ ზენონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე კონსტანტინე - მედავითნე. სრულად ნახვა
ოქროპირიძე იაკობ დავითის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ივანე ანდრია (მღვდლი) ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ანდრია - მედავითნე. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ნიკოლოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ლუკა - მედავითნე. სრულად ნახვა
ოქროპირიძე დავით ივანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე გიორგი დავითის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე სვიმონ სოლომონის ძე - დიაკონი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე სოლომონი - მედავითნე. სრულად ნახვა
ოქროპირიძე გრიგოლ ანდრიას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ზურაბ დავითის ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ნიკოლოზი - მედავითნე. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ბარბარე - მონაზონი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე იოსები - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე იოანე - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე რომანოზ ზურაბის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე საბა - მთავარდიაკონი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ზენონი - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე სიმონ ზენონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ანდრია ზენონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ზურაბ საბას ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
ოქროპირიძე ნიკოლოზი - მედავითნე. სრულად ნახვა
ოქროპირიძე თომა შიოს ძე - მღვდელი. 1861-1914წწ სრულად ნახვა
ოქროპირიძე გიორგი - მღვდელი. გარდ. 1829 წლის 10 აპრილს.  სრულად ნახვა
ოქროპირიძე მ. (მღვდელი) მაკოთის წმ. გიორგის ეკლესია
ოქროპირიძე ილარიონ იოსების ძე მღვდელი 1937 წელს დახვრეტეს 1878წ. მერეთი (გორი) წმიდა გიორგის ეკლესია


სრულად ნახვა
ოქროპირიძე სილიბისტრო მღვდელმონაზონი 
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.