სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ჩიქოვანი ისაია (იოსები) ბერი



1974წ. ბერი თეკლათი (სენაკი) ღვთიმშობლის შობის დედათა მონასტერი

1974 წელს, ღამით, მონასტერი კვლავ გაძარცვეს. ჯერ მამა კონსტანტინეს შეუცვივდნენ და ფული, ძვირფასეულობა მოსთხოვეს, მაგრამ რომ არა გააჩნდა რა, დაშინება დაუწყეს. მას და ბერ ისაია ჩიქოვანს, ასევე მოხუც კაცს, რომელიც იმ ღამეს სალოცავად იყო ამოსული, ხელები შეუკრეს (მამა ისაია, ერში იოსები, ცხოვრობდა სენაკის რაიონში, სოფელ კოტიანეთში, დასთან, ჯოლიების ღვთისმოსავ ოჯახში). ბევრნი ყოფილან მომხვდურნი, ერთნი მამა კონსტანტინეს სენაკში გაჩერებულან, სხვებს ტაძრის კარებიდან ბოქლომი ძალაყინით აუგლეჯიათ და ეკლესია ისე გაუძარცვავთ. არც მამა ისაიას ჰქონია ფული, მაგრამ მამა კონსტანტინეს დისთვის, ძაბიასათვის იმ დღეებში მიღებული პენსია წაურთმევიათ - 50 მანეთი. ყაჩაღთაგან ერთს თურმე ხელში დანა ეჭირა და შესაშინებლად აქა-იქ ურჭობდა მოძღვარს. შესაძლოა, ძალიან ცუდად დაემთავრებინათ საქმე, რომ თანამზრახველთ გარედან მეგრულად არ შეეძახნათ - დაანებეთ, ბიჭებო, თავი, მამა კონსტანტინე კარგი კაციაო. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.