მღვდელ-მონაზონი ბასილი 1827 წელს იმერეთში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მღვიმევის მამათა მონასტერში ისწავლა. 1854 წლის 20 ოქტომბერს ამავე მონასტერში მორჩილად განამწესეს. 1857 წლის 13 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გო-
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26 ოქტომბერი 2011წ გვ.18
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (გაგრძელება)
გოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1859 წლის 4 ივლისს კი მღვდლად დაასხა ხელი. 1861 წლის 20 ნოემბერს ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1866 წლის 22 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1873 წლის 30 ოქტომბერს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძლვრად დაინიშნა. 1876 წლის 3 სექტემბერს ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1878 წლის 15 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1879 წლის 28 სექტემბერს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1883 წლის 31 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრით დააჯილდოვა. 1885 წლის 25 იანვარს მარტყოფის მონასტრის გამგედ დაინიშნა. 1885 წელს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1886 წლის 10 დეკემბერს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1888 წლის 17 სექტემბერს ისევ მარტყოფში განამწესეს. 1889 წლის 9 ნოემბერს თბილისის ფერისცვალების მონასტერში დაბრუნდა. 1891 წლის მაისში წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. მღვდელ-მონაზონი ბასილი 1898 წლის 6 ივნისს გარდაიცვალა.
გვარის გარეშე - გვარის 37 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
მღვდელ-მონაზონი ბასილი 1827 წელს იმერეთში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მღვიმევის მამათა მონასტერში ისწავლა. 1854 წლის 20 ოქტომბერს ამავე მონასტერში მორჩილად განამწესეს. 1857 წლის 13 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გო-
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26 ოქტომბერი 2011წ გვ.18
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (გაგრძელება)
გოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1859 წლის 4 ივლისს კი მღვდლად დაასხა ხელი. 1861 წლის 20 ნოემბერს ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1866 წლის 22 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1873 წლის 30 ოქტომბერს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძლვრად დაინიშნა. 1876 წლის 3 სექტემბერს ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1878 წლის 15 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1879 წლის 28 სექტემბერს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1883 წლის 31 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრით დააჯილდოვა. 1885 წლის 25 იანვარს მარტყოფის მონასტრის გამგედ დაინიშნა. 1885 წელს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1886 წლის 10 დეკემბერს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1888 წლის 17 სექტემბერს ისევ მარტყოფში განამწესეს. 1889 წლის 9 ნოემბერს თბილისის ფერისცვალების მონასტერში დაბრუნდა. 1891 წლის მაისში წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. მღვდელ-მონაზონი ბასილი 1898 წლის 6 ივნისს გარდაიცვალა.
გვარის გარეშე მალაქია მღვდელმონაზონი 1914წ. აწყური (ახმეტა) წმიდა (თეთრი) გიორგის ეკლესია
გვარის გარეშე არქიმანდრიტი დანიელი 1530-1553წ. ხირსა (სტეფანე ხირსელი, სიღნაღი) მამათა მონსტერი, დატყვევებული ლეკთაგან და კახეთის მეფის ლევანისაგან გამოსყიდული
გვარის გარეშე არქიმანდრიტი მაკარი წინამძღვარი 1858წ. ხირსა (სიღნაღი) მამათა მონსტერი 1857წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი
არქიმანდრიტ იოანეს დროს, 1851 წ. 18 ივლისს, გარეჯის მონასტერი ლეკებმა ააოხრეს. თავად წინამძღვარი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა. 1851 6. 25 ივლისს იგი სინოდალურ კანტორას სწერდა: „1851 წლის 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე, მონასტრის ერთ-ერთმა მოსწავლე ილია მჭედლიშვილმა ეზოში დაინახა რამდენიმე ადამიანი, შევიდა მონასტერში და მოახსენა, რომ იქ იდგნენ უცხო ადამიანები. რის გამოც მაშინვე ჩაკეტეს დიდი კარები. შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ, ლეკებმა უპასუხეს, რომ უნდოდათ წყლის დალევა. მონასტრის ხაზინადარმა გადააწოდა მათ წყალი დასალევად. ამავდროულად აღმოსავლეთი მხრიდან ლეკები მოადგნენ ერთ-ერთ კარებს, შეშინებული ხაზინადარი შევარდა თავის კელიაში. ერთ-ერთმა მოწაფემ აიღო იარაღი თავის დასაცავად, მაგრამ ლეკებმა სწრაფად დაჭრეს ის ფეხში, და ამის შემდეგ შეამტვრიეს ორივე კარი. ამ დროს მონასტერში იმყოფებოდნენ მონასტრის 9 წევრი და 7 მოსწავლე. აქედან ორი მოსწავლე ალექსი ყანდარელი და გიორგი დალბაშვილი, წასული იყვნენ წყლის მოსატანად, და როგორც კი დაინახეს ესეთი ამბავი, მაშინვე გაიქცნენ მაშველის დასაძახებლად ნათლისმცემლის მონასტერში. ორმა მოწაფემ, საბა გილაშვილმა და ილია მჭედლიშვილმა, მოასწრეს კიბის ქვეშ არსებულ ორმოში დამალვა, ხოლო დავით დოლმაზაშვილმა მოასწრო დამალვა დიდ ეკლესიაში. ტყვედ აიყვანეს: ხაზინადარი მღვდელ-მონაზონი მაკარი, მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე), დიაკონი საბა გველესიანი, მიხეილ დოლმაზაშვილი, ვასილ მოსიაშვილი, ხოლო დანარჩენი – მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე), მღვდელ-მონაზონი გერასიმე (გერონტი ვაჩნაძე), ბერი გერმანე, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი, ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი, მიხეილ ქართველიშვილი და მოსწავლე სვიმონ ლომიძე, დახოცეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კარები შეამტვრიეს, ტრაპეზის მორთულობა, საეკლესიო შესამოსელი და ტაძრის ინვენტარი დაიტაცეს. აღსავლის კარები დაამტვრიეს“.
მათი აღსასრულიდან 144 წლის შემდეგ, 1995 წ. 17-18 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის გაფართოებულ სხდომაზე ეს წამებული კრებული წმიდათა დასში შეირაცხა.